საქართველოს კარიტასი
CARITAS-GEORGIA

  

არასამთავრობო ორგანიზაცია

თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მ.რ, 3ა

+995 32 221 78 19

caritas-georgia@caritas.ge

www.caritas.ge
Back to Category
 
დამატებულია: 02.12.11

"საქართველოს კარიტასი” საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება. იგი იღწვის ისეთი ქართულ საზოგადოების დასამკვიდრებლად, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ღირსება და მათი ძირითადი უფლებები: ქვეყანაში უზრულველყოფილი იქნება მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალება და სოლიდარობა, საერთო-საზოგადოებრივი ინტერესები პირადულზე მაღლა იქნება დაყენებული. აქედან გამომდინარე, “საქართველოს კარიტასი” ხელს უწყობს ადამიანის რესურსების განვითარებას, სოციალური სამართლიანობის დაცვას, გაჭირვებული ადამიანებისათვის ხელის გამართვას, მათი ღირსებისა და პასუხიმგებლობის გრძნობის ამაღლებას.
დასახული მიზნისკენ სწრაფვა ყველაზე ნათლად “საქართველოს კარიტასის” მიერ განხორციელებულ პროექტებში აისახება, სადაც ოთხი ძირითადი პროგრამა გამოიკვეთება:
- ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
- ბავშვები და მოზარდები
- განვითარება
- გადაუდებელი დახმარება

 “საქართველოს კარიტასმა” არსებობის დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რომლებიც ყველაზე გაჭირვებულ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ხალხს დაეხმარა. ესენი არიან მარტოხელა, უმწეო მოხუცები, უპატრონო და უსახლკარო ბავშვები, სნეულნი და ხეიბარნი, იმედგაცრუებული, რწმენადაკარგული ადამიანები, უმუშევრები, ყველანი ვინც სოციალურად დაუცველია, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.