ქ.თბილისის 1-ლი საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკა წარმოადგენს ნეიროტრავმის რესპუბლიკურ ცენტრს. კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მეტრო 300 არაგველთან, წინანდლის ქ. №9. სატრანსპორტო საშუალებებით ადვილმისადგომ ადგილას.
კლინიკა განთავსებულია ცენტრალური მიმღები კორპუსის მე-4 სართულზე, გაშლილია 30 საწოლზე და წარმოადგენს 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული სამსახურის (ზოგადი ქირურგია, აბდომინალური ქირურგია, თორაკოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, უროლოგია, მეან-გინეკოლოგია, თვალი, ყელ-ყურ-ცხვირი, რეანიმაცია) განუყოფელ შემადგენელ ნაწილს.
კლინიკას გააჩნია ნათელი საოპერაციოები, პალატები, დამხმარე სათავსოები, სველი წერტილები, ცხელი წყალი, ელექტრო და წყალმომარაგების ალტერნატიული წყაროები. კლინიკა რადიოფიცირებულია, ფუნქციორინებს სატელეფონო ქსელი და კომპიუტერული სისტემა.
კლინიკა უზრუნველყოფს ქალაქის და რესპუბლიკის მასშტაბით ყოველდღიურ სასწრაფო-გადაუდებელ მიღებას 24 საათიანი მუდმივად მოფუნქციონირე საოპერაციო ბლოკით და მედ-პერსონალით. კლინიკას ძალუძს დღე-ღამის ნებისმიერ დროს რესპუბლიკის ნებისმიერ რეგიონში ნეიროქირურგიული პროფილის ავადმყოფთა როგორც კონსულტაცია, ისე კლინიკაში გადმოყვანა. კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით (აკადემიკოსები, პროფესორები, უმაღლესი კატეგორიის ნეიროქირურგები) რომლებიც სისტემატურად მონაწილეობენ ნეიროქირურგთა საერთაშორისო და მსოფლიო კონგრესებში.
ქ.თბილისის 1-ლი საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკის სამედიცინო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: თავისა და ზურის ტვინის ტრავმა, ვერტებროლოგია, ნეიროონკოლოგია და ინსულტების ქირურგიული მკურნალობა. |