ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სიხლის ბანკი
BLOOD BANK

  

სისხლის ბანკი

 

 

 

 

www.bigsale.ge/bloodbank
Back to Category
 
დამატებულია: 03.06.16

 ,, თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’
ჰემატოლოგიის ინსტიტუტი მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’. ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 40 - მდე კლინიკა მარაგდება. მათ შორის არიან როგორც ონკოლოგიური, ასევე ჰემატოლოგიური პროფილის კლინიკები. ონკოლოგიითა და ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისთვის სისხლის ხშირი გადასხმა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.სისხლის კომპონენტებით ვამარაგებთასევე გადაუდებელი  სამედიცინო დახმარების კლინიკებსაც, სადაც სისხლის მიწოდება ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ.
როგორც ცნობილია სისხლის უანგარო დონაცია  უსაფრთხო პროცესია,  ამავდროულად სისხლის დონორიც იღებს სარგებელს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი ხელს უწყობს სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას და შედეგად აახალგაზრდავებს სისხლს.
სისხლის ჩაბარების მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ წინანდლის N9(არამიანცის მიმდებარე ტერიტორია) წმ, იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის პირველ სართულზე ან შეგვიძლია ადგილზე გეწვიოთ დათქმულ დროს.  სისხლის ბანკის თანამშრომლები მოვლენ როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.
გაცნობებთ, რომ ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოოგის ინსტიტუტში’’ არსებული ლაბორატორია უმაღლესი ხარისხის, ამერიკული კომპანიის, Johnson & Johnson -ის აპარატურით არის აღჭურვილი. კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები.აქციაში მონაწილე თითოეულ  წევრს ამ ანალიზატორების საშუალებით  ჩაუტარდებათ კვლევები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად. კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელიაისფაქტი, რომ ყველადონორსუბრუნდებაანალიზების პასუხები(კონფიდენციალურად,დალუქულ კონვერტში) ჰემოგლობინისა და საერთო სისხლის ანალიზის გარდა კვლევები ტარდება  ვირუსებზე, (შიდსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, B, ჰეპატიტი, C ჰეპატიტი) ასევეხდება რეზუსდაჯგუფისდადგენა. აქციაში მონაწილე თითოეულ პირს ინსტიტუტის სახელით გადაეცემა ,,მადლობის სიგელი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:  599 35 20 30; 239 03 13

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სიხლის ბანკი მდებარეობს, არამიანცის მიმდებარე ტერიტორიაზე წინანდლის N9, წმ. იონე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის’’ პირველ სართულზე.

სისხლის ბანკი თანამედროვე აპარატუირით არის აღჭურვილი, გარემო და მომსახურება არის საუკეთესო და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ლაბორატორია უმაღლესი ხარისხის, ამერიკული კომპანიის, Johnson & Johnson -ის აპარატურით არის აღჭურვილი. კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. ყველა იმ ადამიანს ვინც სისხლს აბარებს სწორედ ამ ანალიზატორების საშუალებით  უტარდება კვლევები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად. კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები (კონფიდენციალურად, დალუქულ კონვერტში) ჰემოგლობინისა და საერთო სისხლის ანალიზის გარდა სისხლის ჩაბარების შემდეგ კვლევები ტარდება  ვირუსებზე, (შიდსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი) ასევე ხდება რეზუს და ჯგუფის დადგენა.

სისხლის ბანკი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებით.
სისხლის ბანკი 1932 წელს შეიქმნა. ეს იყო საქართველოში პირველი სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური.
სადგურის ბაზაზე მოგვიანებით 1935 წელს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა.
ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე.

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით 40 - მდე სხვა და სხვა პროფილის კლინიკები მარაგდება. მათ შორის არის როგორც ონკოლოგიური, ასევე ჰემატოლოგიური პროფილის კლინიკები. სისხლის კომპონენტებით მარაგდება ასევე გადაუდებელი  სამედიცინო დახმარების კლინიკებიც, სადაც სისხლის მიწოდება ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ.
იმისთვის, რომ სისხლის ბანკს არ შეექმნას დეფიციტი საჭიროა მისი რეგულარული შევსება, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მხრიდან თანადგომა - სისხლის გაღება პაციენტების დასახმარებლად.
სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში  საპატიო და საამაყოა, რადგან  სისხლის გაღებით თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ სამი ადამიანის სიცოცხლე .
სისხლის უანგარო დონაცია  უსაფრთხო პროცესია,  ამავდროულად სისხლის დონორიც იღებს სარგებელს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი ხელს უწყობს სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას და შედეგად აახალგაზრდავებს სისხლს.

რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
სისხლი შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს.
სისხლისა და მისი კომპონენტების საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, ანემიების, სიმსივნური დაავადებების დროს.
სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია, სისხლის ჩაბარება არასდროს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა. ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს 3 სხვა და სხვა პაციენტისათვის.
ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ.
გახსოვდეთ, რომ ყველა დონორი გმირია!

სისხლის ბანკი, გაიღე სისხლი, , ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, ჰემატოლოგია და ტრანსფუზიოლოგია, დონორთა აქცია, სისხლის ჩაბარება, სისხლის გაღება,უანგარო დონორი,, კრიო პლაზმა, ერ მასა, სისხლის ჯგუფი, პაციენტის სისხლის ჯგუფი, პაციენტის სისხლის გადასხმა

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.