ბასიანი 93
BASIANI 93

  

ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკული ნაგებობების საპროექტო-საძიებო, სამშენებლო და საკონსულტაციო ფირმა

თბილისი, არაყიშვილის ქ. №8, ბინა 16

+995 32 272 81 58; 272 81 56

+995 32 222 01 98

malkhaz.miminoshvili@gmail.com

www.bigsale.ge/basiani93
Back to Category
 
დამატებულია: 18.11.14

საქართველო წყლის რესურსების მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს. აქ ტრადიციულად ვითარდებოდა ჰიდროტექნიკური, სამელიორაციო და ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა. სარწყავი არხებისა და სისტემების მშენებლობას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ, რაზეც არქეოლოგიური კვლევები და ამჟამად მოქმედი ობიექტებიც მეტყველებენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდა ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას, რომელთა ტექნიკური პოტენციალი 95 მლრდ კვტ.ს-ს შეადგენს წელიწადში. ამ რესურსების ათვისება XIX საუკუნეში დაიწყო და ინტენსიურ განვითარებას გასული საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწია.

მძლავრი და მცირე ჰიდროელექროსადგურების, წყალმომარაგების მსხვილი ობიექტების, სამელიორაციო (დამშრობი და საირიგაციო) სისტემების, აგრეთვე თბოსადგურების მშენებლობაზე მიღებულმა გამოცდილებამ უზრუნველყო საქართველოში ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და პროექტირების პროფესიონალური სკოლის ფორმირება.

ფირმა შპს "ბასიანი 93"-ის კოლექტივის ბირთვი შედგება სპეციალისტებისაგან, რომელთაც გამოცდილება დააგროვეს იმ ორგანიზაციებში, რომლებმაც დააპროექტეს და ააგეს ისეთი მსხვილი და საპასუხისმგებლო ობიექტები საქართველოში, როგორიცაა ენგურჰესების კასკადი, ჟინვალის ჰიდროკვანძი, ვარციხეჰესების კასკა-დი, ნამახვანის ჰესები, ხუდონჰესი და სხვა ობიექტები და ნაგებობები.

შპს "ბასიანი 93"-ში კონცენტრირებული მნიშვნელოვანი ინტელე-ქტუალური პოტენციალი გვაძლევს უფლებას განვაცხადოთ, რომ მას საკუთარი ძალებით შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა სახის საპროექტო-საძიებო, სამეცნიერო-კვლევითი, აგრეთვე, სამშენე-ბლო-სამონტაჟო სამუშაოები ჰიდროტექნიკური, ენერგეტიკული, სამოქალაქო და საგზაო მშენებლობის სფეროში.

გამოთქვამს რა მზადყოფნას გამოიყენოს თავისი სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება, შპს "ბასიანი 93" მზადაა მიიღოს მონაწილეობა მშენებლობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გან-ვითარებაში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ფირმის ხელმძღვანელობა

გენერალური დირექტორი

მალხაზ მიმინოშვილი
ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი,

დირექტორი

ნიკოლოზ ქოჩორაძე
ინჟინერ-მშენებელი

ტექნიკური დირექტორი

გიორგი მენაბდე
ინჟინერ-მშენებელი

 

ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელები

გიორგი რიგვავა
ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი

ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების სექტორი

ნესტორ კაცაძე
ინჟინერ-გეოლოგი

საინჟინრო-საძიებო სექტორი

თეიმურაზ არშბა
ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, დოქტორი

წყალთა მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორი

ირაკლი კვეტენაძე
ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი

მშენებლობის საინჟინრო მომზადებისა და ტექნოლოგიის სექტორი

გრიგოლ ხელიძე
ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, დოქტორი.

საინჟინრო და ჰიდრავლიკის სექტორი

კონსტანტინეპრედეინი
ინჟინერ-მექანიკოსი

მექანიკური მოწყობილობებისა და ლითონკონ-სტრუქციების სექტორი

ვლადიმერ სტურუა
ინჟინერ-მშენებელი

წყალმომარაგების, ვენტილაციისა და კანალიზაციის სისტემების სექტორი

შალვა ბოსიკაშვილი
ინჟინერ-ეკოლოგი, დოქტორი

გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის

ეკატერინელეკიაშვილი
ინჟინერ-ელექტრიკოსი

ელექტროტექნიკური ნაწილის, ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების პროექტირების სექტორი

ნიკოლოზბლეტკინი
ინჟინერ-ელექტრიკოსი

ტექნოლოგიური მოწყობილობების შერჩევისა და მოწოდების პირობების დადგენის სექტორი

ფირმის გამოცდილება გაიგივებულია მისი წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებასთან, რომელთა მოღვაწეობა მიმდინარეობდა წარმოებებსა და ორგანიზაციებში:
- საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "ჰიდროპროექტში";
- სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში";
- ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში;
- ენერგეტიკული მშენებლობის ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენში";
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში;
- საპროექტო-საძიებო ინსტიტუტი "საქწყალპროექტში" და სხვ.

და რომლებშიც სრულდებოდა საპროექტო-საძიებო, სამეცნიერო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის, რომელთა შორისაა:
- ენგურჰესების კასკადი;
- ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძი;
- ვარციხე ჰესების კასკადი;
- ხუდონჰესი;
- ნამახვანჰესი;
- ტვიში ჰესი;
- ჟონეთი ჰესი;
- მინაძის კომპლექსური ჰიდროკვანძი და სხვ.


პროექტის დასახელება

წელი

დამკვეთი

ღირებულება, $

მეჯვრისხევი ჰესის რეკონსტრუქციის მუშა პროექტი

1996

მეჯვრიხევის მეფრინველეობის ფაბრიკა

3000

ჩოხატაური ჰესი მდ.სუფსაზე. ტედი

1997

"საქენერგოგენერაცია"

2600

ხიდისთავი ჰესი მდ.გუბაზეულზე. რეკონსტრუქციის მუშა პროექტი

1997

"საქენერგოგენერაცია"

3500

ქობულეთის რ-ნის მდინარეების გამოყენების სქემა

1998

საქართველოს საზღვაო ბანკი

7500

მდ.ჯრუჭულას გამოყენების სქემა და ჯრუჭულა, ჯრუჭი და ცხომარეთი ჰესების მუშა პროექტი 

1998

შპს არმაზი

2600

ბულაჩაური ჰესი მდ.არაგვზე. საძიებო სამუშაოები

1998

შპს ჯედ-ი

10100

ბოდორნა ჰესი მდ.არაგვზე. საძიებო სამუშაოები 

1998

შპს ჯედ-ი

1000

ფარავანი ჰესი. ბიზნეს გეგმა 

1999

შპს საქართველი-ურბან ენერჯი

50000

ინფორმაციის მომზადება არსებული ჰესების ტექნიკური მდგო-მარეობის შესახებ

1999

AES-თელასი 

4500

ჰესების სამშენებლო ნაწილის ინსპექტირება

1999

AES-თელასი 

11500

ქ.ჯვარის წყალსადენის რეცონსტრუქციის მუშა პროექტი

1999

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

1000

ენგურის და ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის ტექნიკური წინადადების ექსპერტიზა

1999

სს "ჰიდროსპეცგვირაბმშენი"

2400

ენგურჰესის დისკური საკეტების შენობის რეკონსტრუქციის მასალების ტექნიკური ექსპერტიზა და საკონსულტაციო მომსახურება

2000

სს "ჰიდროსპეცგვირაბმშენი"

2300

სურამულა ჰესის ძალოვანი ბლოკის დამზადება, მონტაჟი და გამართვა-გაშვება

2000

ტასისი, სააგენტო "ადემე" საფრანგეთი

20000

ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობების ნატანდამჭერი მოწყობილობების ჰიდრავლიკური გაანგარიშება

2000

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტის საკოორდინაციო ცენტრი

2300

ხადორის მცირე ჰესის მუშა პროექტი

2000

შპს ფერი

17500

მეჯვრისხევი ჰესის მექანიკური და ელექტრული მოწყობილო-ბების რეაბილიტაცია

2001

ტასისი, სააგენტო "ადემე" საფრანგეთი

10000

ხადორი ჰესის სათავე ნაგებობები მდ.ალაზანზე და სამყურის-წყალზე. მუშა დოკუმენტაცია 

2002

შპს კაშხალმშენი

60000

მდ.ჩელთზე ჰიდროსადგურების საინჟინრო ჰიდროლოგიური პირობების წინა შესწავლა

2002

შპს ფერი

5000

ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეკონსტრუქციის ბიზნეს გეგმა

2002

შპს ჟინერი

5000

ზაჰესის ქვესადგურის საკუთარი მოხმარების მაღალი ძაბვის მხრიდან ქარხნის ელექტრომომარაგების მუშა ნახაზების დამუშავება

2003

სს სააქენერგორემონტი-ცენტრა-ლური სარემონტო ქარხანა

1000

გიორგიწმინდას მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაცია. საკონულტაციო მომსახურება და ტექნიკური ზედამხედველობა

2003

საქართველოს სოფლის მეურნე-ობის განვითარების მსოფლიო ბა-ნკის პროექტის საკოორდინაციო ცენტრი

28000

შაორჰესის კაშხლის უქმი წყალსაგდების აღდგენის სამუშაოთა წარმოებისა და ორგანიზაციის საპროექტო დოკუმენტაცია

2003

სს შაორჰესი

3200

ვარციხეჰესების კასკადის რეაბილიტაციის პროგრამისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა

2004

სს ვარციხეჰესების კასკადი (KfW ბანკის დაფინანსება)

200000

ვარციხეჰესების კასკადის #2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება 

2004

სს ვარციხეჰესების კასკადი (KfW ბანკის დაფინანსება)

37800

ყაზბეგი ჰესის აღდგენის დოკუმენტაციის დამუშავება

2004

საქართველოს ენერგეტიკის სა-მინისტრო

15000

ენგურჰესის საავტომობილო გზების, კაშხლისა და სადერი-ვაციო გვირაბის შესასვლელი პორტალების ტექნიკური წყალმომარაგებისა და დას.ფოცხოეწერის სასტუმროს გარე საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის დოკუმენტაცია 

2004

სს საქჰიდროეენერგომშენის ფილიალი ჰიდრომშენსერვისი

8000

ვარციხეჰესების კასკადის რეაბილიტაციის პროგრამისათვის დამატებითი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა

2004

სს ვარციხეჰესების კასკადი

38000

საწარმო-ტექნიკური და საგეგმო ერთეულის ფუნქციების შესრულება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების პერიოდში

2005

სს საქჰიდროენერგომშენი (EBRD-ის დაფინანსება)

15000

საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა

2005

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

3000

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მისასვლელი შტოლნების რეაბილიტაციის სამუშაოების კონფიდენციალური ხარჯთაღრიცხვის შედგენა

2005

შპს ენგურჰესი

5200

ეგხ "სენაკი 1,2" (220კვ), ეგხ "გომი" (110კვ), ქ/ს " რუსთავი 220" რეაბილიტაციის დეტალური პროექტი

2006

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

58380

მრამბა ჰესისა და ზემო აფხაზეთში 10კვ ეგხ მშენებლობის დეტალური პროექტები

2006

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

15200

ს.ტალერის ხის დამამუშავებელი საწარმოს ელექტრომომარაგების დეტალური პროექტი

2006

შპს "ჯეორჯიან ფორესტ”

1740

ხრამჰეს 2. წყალმომარაგების სისტემის დეტალური პროექტი

2007

სსიპ "საქენერგოგენერაცია"

4700

ჩოხატაურის ინტერნეტქსელის ანტენის ელექტრომომარაგების დეტალური პროექტი

2007

შპს "დელტა-ნეტ"-ი

1450

ზემო აფხაზეთში 10კვ ეგხ ქსელის დეტალური პროექტი

2007

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

10300

ზემო აფხაზეთში 0,4კვ ეგხ ქსელის რეაბილიტაციის დეტალური პროექტი

2007

აფხაზეთის არ ეკონომიკის სა-მინისტრო

10570

ჭიორას მიკრო ჰესის დეტალური პროექტი

2007

გაეროს განვითარების პროგრამა

5720

ხიზაბავრას საირიგაციო წყალსაცავის რეაბილიტაცია. საკონსულტაციო მომსახურება, დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია, ზედამხედველობა.

2008

მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების პროეტების მართვის ცენტრი. (IFAD-ის დაფინანსება)

73940

აბაშის, ბორჯომისა და ცხომარეთის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

2009

გაეროს განვითარების პროგრამა

37480

ვარციხე ჰესების კასკადი. წყალსაცავის მარჯვენა სანაპირო დამბის გარეცხილი უბნის დაცვის გადაუდებელი ღონისძიებები და განხორციელების საავტორო ზედამხედველობა

2009

შპს "ვარციხე 2005"

5700

ხობი ჰესი 2-ის ტექნიკოეკონომიკური დასაბუთება. საინჟინრო-ტოპოგრაფიული სამუშაოები და ძირითადი ტექნიკური გადაწყვეტილებები

2009

შპს ჯი-აი-ჯი ენერჯი

35300

ვარციხე ჰესების კასკადის ელექტრული შეერთების ქსელის რეკონსტრუქციის დეტალური პროექტი

2010

შპს "ვარციხე 2005"

18056

თბილისის მეტროპოლიტენის #61 შახტის, სამშენებლო-საექსპლუატაციო შტოლნისა და გადასარბენი გვირაბების ლიკვიდაციის დეტალური პროექტი

2010

შპს "დრაი აილენდი"

3900

ფარავანჰესის დეტალური პროექტის ექსპერტიზა, სამშენებლო მოედნის პერიოდული ინსპექტირება

2010

შპს "საქართველო-ურბან ენერჯი"

11200

ლუხუნი ჰესი 2-ის დეტალური პროექტი. საავტორო ზედამხე-დველობა

2010

შპს "რუსმეტალი"

166700

მაღალი ძაბვის ე.გ.ხ. "სენაკი 1,2"-ის ტრასის საინჟინრო-გეოლოგიური დაძიება და ტოპოგრაფიული აგეგმვა

2011

კომპანია "ტეტრა ტეკი" (აშშ), USAID-ის დაფინანსებით

243936

ბახვი ჰესი 5-ის დეტალური პროექტი

2011

შპს "ქეიჯი ენერჯი"

242424

ვარციხე ჰესების კასკადი. ნაპირსამაგრი სამუშაოების, სადრენა-ჟო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური პროექტი

2012

შპს "ვარციხე 2005"

24250

საქართველოს 11 სამელიორაციო ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკო-ეკონომიკური დასაბუთება

2012

საქ. სოფ.მეურნეობის სამინისტრო, (IFAD-ის დაფინანსება)

24242

ბახვი ჰესი 5. ტექნიკო-ეკონომიკური დასაბუთება

2012

შპს "ბახვი 5"

24200

ვარციხე ჰესების კასკადი. #4 სადერივაციო არხზე უქმი წყალ-საგდების და კიდული ხიდის დეტალური პროექტი

2013

შპს "ვარციხე 2005"

24000

ფირმა ასრულებს მოიჯარადის, კონსულტანტის და ზედამხედველის ფუნ-ქციებს, აგრეთვე, დამკვეთთან შეთანხმებით, მისი ფუნქციების ნაწილს.
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ობიექტებსა და ნაგებობებზე:
ჰიდროტექნიკური, ენერგეტიკული, სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობები:. კაშხლები, არხები, აუზები, გვირაბები, წყალსატარები, ენერგობლოკები, გზები და დამხმარე ინფრასტრუქტურის კომპლექსები (ბეტონის ქარხანა, სამსხვრევდამახარისხებელი მეურნეობები, საარმატურე, საყალიბე, მექანიკური საამქროები, საცხოვრებელი და საწარმოო შენობები, საწარმოო ბაზებისა და უზრუნველყოფის სხვა ნაგებობები).
ჩატარებულ სამუშაოთა, სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების გამოკვლევა და ხარისხის კონტროლი
- სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- სამშენებლო მასალების (ბეტონი, ცემენტი, არმატურა, შემავსებელი, გრუნტი და სხვ.) ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების განსაზღვრა;
- სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო მოწყობილობების ლაბორატორიული, ნატურული გამოკვლევები და გამოკვლევები პოლიგონზე.
კონსულტანტის და ზედამხედველის ფუნქციები, აგრეთვე დამკვეთის ფუნქციების შესრულება კომპლექსებისა და ცალკეული ობიექტების მშენებლობის ყვე-ლა ეტაპზე:
- საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზა (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ტექნიკური პროექტი, მშენებლობის ორგანიზაცია მუშა ნახაზები, მოწყობილობების სპეციფიკაცია, მასალები, მექანიზმები);
- ნაგებობების სწორი და ზუსტი გეოდეზიური მიბმა პროექტის შესაბამისად;
- მშენებლობის ვადებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი;
- მასალებზე, მოწყობილობებსა და მექანიზმებზე არსებული ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- ფარული სამუშაოების მიღება, დამთავრებული სამუშაოების (ან ეტაპის) მიღების სერტიფიკატის მომზადება;
- ტექნიკური ინსპექცია და ზედამხედველობა მშენებლობაზე, კონტროლი დეფექტების დროულ გამოვლენაზე და რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის შესახებ;
- რეკომენდაციები მშენებლობის ორგანიზაციისა და წარმოების ტექნოლოგიების შესახებ;
- რეკომენდაციები მშენებლობის წარმოების პერიოდში გარემოს დაცვის ღონისძიებათა შესახებ.

საძიებო სამუშაოები
საინჟინრო-გეოლოგიური საველე, ლაბორატორიული და კამერალური სამუშაოები, გეოტექნიკური გამოკვლევები, ჰიდროგეოლოგია და ჰიდროლოგია, გეო-ფიზიკური გამოკვლევები და ტოპო-გეოდეზიური აგეგმვები.

საპროექტო სამუშაოები
- ცალკეულ მდინარეთა და მდინარეთა აუზების კომპლექსური გამოყენების, აგრეთვე რეგიონალური სქემების შედგენა;
- ნაგებობათა კომპლექსებისა და ცალკეული ობიექტების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედგენა;
- ბიზნეს-გეგმების მომზადება;
- წყალსამეურნეო და ჰიდრავლიკური გაანგარიშებები;
- ნაგებობათა საინჟინრო გაანგარიშებები;
- ტექნიკური და დეტალური პროექტების, მუშა და საშემსრულებლო ნახაზების დამუშავება;
- ნაგებობათა მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში გარემოზე ზეგავლენისა და საკომპენსაციო ღონიძიებების დადგენა;
- საავტორო ზედამხედველობა მშენებლობაზე.
- სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები
- ანალოგიური ნაგებობებისა და ობიექტების მშენებლობის გამოცდილება;
- ნაგებობების საანგარიშო-თეორიული გამოკვლევა;
- სამშენებლო მასალების გამოკვლევა.
დახმარება მასალების, კონსტრუქციების, ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების შეძენაში.
ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკული ნაგებობების პროექტირებისა და მშენებლობის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების ღონისძიებების ორგანიზება: სიმპოზიუმების, კონფერენციების, სემინარების, ლექციების ჩატარება.
ფირმა პასუხს აგებს თავისი სპეციალისტების მოქმედებებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე.

ფირმა იძლევა გარანტიას:
- ითანამშრომლოს პარტნიორებთან მათი მოთხოვნების გათვალისწინებით და საერთაშორისო იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური წესების შესაბამისად;
- თავისი თანამშრომლების სათანადო კვალიფიკაციასა და კომპენტენციაზე;
- უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ხარისხი, საიმედობა და უსაფრთხოება;
- უზრუნველყოს რესურსების რაციონალური გამოყენება;
- წარმოადგინოს ფინანსური გარანტიები სათანადო ფორმით.


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.