ბაბილო სანაპიროზე
Riverside Babilo

  

რესტორანი ბაბილო სანაპიროზე

თბილისი, ბელიაშვილის ქ. 73

+995 2 55 59 59; 514 44 44 34

facebook.com/babilosanapiroze

www.bigsale.ge/babilosanapiroze
Back to Category
 

ბრენდი “ბაბილოს” რესტორანი  „ბაბილო სანაპიროზე“ - თამამი განაცხადი სარესტორნო ბიზნესში.
მაღალი კონკურენციის პირობებში ძნელია მოიფიქრო, განახორციელო და მომხმარებელს შეთავაზო განსაკუთრებული, გამორჩეული, უკეთესი ხარისხი.
„ბაბილო სანაპიროზე“ ეს არის რესტორანი, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს, მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზე. ყველაზე პრეტენზიული სტუმარიც კი კმაყოფილებით ტოვებს რესტორანს.
კრიტერიუმები, რომლის მიხედვით მომხმარებელი ირჩევს რესტორანს:

სამზარეულო
ქართულ-ევროპული სამზარეულო, რომელსაც რესტორანი „ბაბილო სანაპიროზე“ თავაზობს სტუმარს, გამოირჩევა არა მხოლოდ მრავალფეროვნებით და დახვეწილი გემოთი, არამედ უპრეცენდენტოდ დიდი პორციებით (ფასები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე).
სტუმრებს ვურჩევდით დააგემოვნოს ჩვენი შეფის საფირმო კერძი „სათავადო“.
„სათავადო“ ეს გახლავთ დიდი ზომის კალმახი, რომელიც მზადდება შამპანიურისა და თაფლის მეტად პიკანტურ სოუსში.

პროგრამა
ქართველი მომხმარებლისთვის და მით უმეტეს ჩამოსული სტუმრისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს როგორ გასართობ პროგრამას თავაზობს რესტორანი. „რივერსაიდ ბაბილოში“ გატარებული საღამო მართლაც დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. ნებისმიერ დღეს დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკალური პროგრამა. მრავალფეროვანი რეპერტუარი უკვე კარგად ნაცნობი მომღერლებისგან: თამუნა მიქელაძე, ბორის ბედია, ავთო წიკლაური, მზეონა მახარაძე, გიორგი წიკლაური, სალომე მირიანაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი. ჩვენს მუსიკალურ პროგრამას კიდევ უფრო ამდიდრებს ქართული ნაციონალური და სამეჯლისო ცეკვები.

მომსახურება
„რივერსაიდ ბაბილოს“ კარის შეღებისას აუცილებლად დაგხვდებათ ჰოსტესი, რომელიც ადმინისტრატორთან მიგაცილებთ. ეს ის ადამიანია, რომელსაც ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია ამომწურავი პასუხი გაგცეთ. შეგარჩევინოთ მენიუ თქვენთვის ხელსაყრელ ფასში, მოგიძებნოთ სასურველი დრო და ადგილი. თუ ეს საკითხები უკვე მოაგვარეთ, მაგიდა დაჯავშნეთ და დადგა თქვენი სტუმრობის დრო, აქ უკვე ჯერი კვალიფიციურ მიმტანებზე მიდგება. თქვენი სტუმრების მობრძანებამდე ცივი კერძებით გაშლილი მაგიდა დაგხვდებათ. ცხელი კერძები მაშინ მოვა სუფრასთან, როცა თავად ინებებთ. მოკლედ, ყურადღება და თავაზიანი მოპყრობა მთელი საღამოს განმავლობაში გარანტირებული გაქვთ.

გარემო

ინტერიერზეც მიდგა საუბარი. წაკითხულს ნანახი ჯობია. გირჩევთ ჩვენი გალერეა დაათვალიეროთ და თავად განსაჯოთ. თუმცა მოკლე ანოტაციის სახით შევეცდებით დაგეხმაროთ წარმოდგენა შეიქმნათ ჩვენს რესტორანზე.
„ბაბილო სანაპიროზე“ მოიცავს სამ დარბაზს, ერთ შემინულ ვერანდას და ორ ტერასას.
„რივერსაიდ ბაბილო“ - ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ნებისმიერი სახის ღონისძიება და მოარგოთ თქვენს სურვილს: საქმიანი ვახშამი, შეყვარებულისთვის ხელის თხოვნა, ბავშვის ნათლობა, დაბადების დღე, კორპორატიული წვეულება, ქორწილი თუ უბრალოდ მეგობრული შეხვედრა - თავს კომფორტულად ნებისმიერ სიტუაციაში იგრძნობთ.
დიზაინში გამოყენებული ოთხი სტიქია - მიწა, ჰაერი, წყალი და ცეცხლი - სრულყოფილების შეგრძნებას დაგიტოვებთ და მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით.

 

 

 

ბაბილო სანაპიროზე

ბაბილო სანაპიროზე
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.