bigsale.ge
ავერსი-რაციონალი
AVERSI-RATIONAL

  

ავერსის საწარმო

თბილისი, ჭირნახულის ქ. №14

+995 32 2407090; 2407091; 2407092

+995 32 2911906

info@rational.ge

www.aversi.ge
Back to Category
დამატებულია: 15.03.16

ავერსი-რაციონალი საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარსადგა.
ქართული ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი" საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენასა და კონფერენციაზე მონაწილის სტატუსით უკვე მეორედ წარსდგა. გამოფენა დუბაიში 15-17 მარტის ჩათვლით იმართება.

DUPHAT _ დუბაის საერთაშორისო ფარმაცევტული და ტექნოლოგიური გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ფარმაციის სფეროში. მასში მონაწილეობას 72 ქვეყნიდან 420 კომპანია იღებს. ღონისძიება ტარდება დუბაის ფინანსთა სამინისტროს, დუბაის მმართველის მოადგილის, მისი აღმატებულება შეიხ ჰამდან ბინ რაშიდ ალ მაკტოუმის, UAE და დუბაიში ჯანდაცვის სამინისტროს პატრონაჟით.

DUPHAT ფარმაცევტების, ექიმების, მეცნიერების, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლების, მკვლევარების, დეველოპერების, დილერების, აგენტების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, სამედიცინო წარმომადგენლების, კონსულტანტების, პროდუქტის სპეციალისტების ინტერესის ობიექტი 1995 წლიდან, მისი დაფუძნებისთანავე გახდა, რადგან ეს ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ფარმაცევტულ სფეროში დანერგილი სიახლეები თუ ტექნოლოგიები კოლეგებს გაუზიაროთ, მოიძიოთ ახალი პარტნიორები და ბაზრები, გააფართოვოთ საექსპორტო არეალი.
გამოფენაში "ავერსი-რაციონალის" მონაწილეობასა და პრეზენტაციაზე ვესაუბრეთ ექსპორტის მარკეტინგულ დირექტორს მარიამ ლომთაძეს:
_ დუბაიში გამოფენაზე პირველად მივემგზავრებით, თუმცა საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში, უკვე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI Worldwide, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, გასულ წელს მადრიდში 12-15 ოქტომბერ სგაიმართა. CPHI Worldwide-ს "ავერსი-რაციონალის" თანამშრომლები ვიზიტორების რანგში ყოველწლიურად სტუმრობდნენ, თუმცა, თავად ქართული ფარმაცევტული წარმოება „ავერსი-რაციონალი“, როგორც მონაწილე გამოფენის 26 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად იყო წარმოდგენილი საკუთარი სტენდით. ამჯერად ჩვენი საწარმოს პროდუქციას დუბაის საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარვადგენთ.

ასეთი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ახალი ბაზრების და თანამშრომლობის მოძიებისთვის და ჩვენც დაგვეხმარება მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში. ამასთან, კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ "ავერსი-რაციონალის" პროდუქცია ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ.

"ავერსი-რაციონალის" პროდუქციის ექსპორტი 2006 წლიდან ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება. საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარდგენით "ავერსი-რაციონალი" კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ამ ნიადაგს "ავერსი-რაციონალში" დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები _ISO 9001 (Quality management systems- Requirements da GMP EU (Good Manufacturing Practice European Union)ამტკიცებს.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

 

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია
ფარმაცევტული წარმოების, “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
“ავერსი-რაციონალი” მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...
2005 წლის მაისში“ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას პირველი მედიკამენტი შესთავაზა. ამჟამად ”ავერსი-რაციონალი” დაახლოებით 140 დასახელება მედიკამენტის 240-მდე პოზიციას აწარმოებს.
2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.

ხარისხის სერტიფიკატები
“ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems- Requirements da GMP EU (Good Manufacturing Practice European Union). დანერგვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხარისხის მართვის აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან ერთად - ,,,TŰV SŰD” წარმოებდა.
2006 წლის დეკემბერში “ავერსი-რაციონალმა” მიიღო "ISO 9001" სერთიფიკატი, 2008 წლის ნოემბერში ორწლიანი აქტიური მუშაობის და შესაბამისი აუდიტების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მოიპოვა GMP EU-ს შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც, რომელიც მიუთითებს, რომ ავერსის წარმოება სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს წამლის წარმოებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით.
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.

წარმოება
წარმოებას დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი უკავია, იგი მოიცავს სუფთა და კონტროლირებად არეებს, რომელთა სისუფთავის კლასი მკაცრად არის განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. უდიდესი ყურადღება მიექცა თავად შენობის კონსტრუქციას, მასალების ტიპს, საინჟინრო სისტემების შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს წარმოებაში მიმდინარე პროცესების იდეალურ სიზუსტესა და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოებაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის რამოდენიმე ეტაპიან ფილტრაციას, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
საწარმოში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე პირველად იწმინდება, შემდეგ მეორად ფილტრში იფილტრება, საბოლოოდ კი საწარმოო ზონებში დამონტაჟებულ აბსოლუტურ ფილტრს გაივლის. იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისგან იცავს.

აღჭურვილობა
,,ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, აშშ, ინგლისი და იტალია. ფუნქციონირებს როგორც ნახევრად ავტომატური, ასევე ავტომატური საწარმოო ხაზები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო ხარვეზებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს არსებული პროცესებისა და აქ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. აღნიშნული დანადგარები და ხელსაწყოები გადის როგორც პირველად, ასევე პერიოდულ ვალიდაციას, რაც დოკუმენტურად ადასტურებს მათ გამართულ ფუნქციონირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ შენობა-ნაგებობს და დანადგარებს, არამედ აქ არსებულ გარემო პირობებს, მასალების სწორ მოძრაობას და პერსონალის სათანადო კვალიფიკაციას, სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც ასევე მნიშვნელოვანი პირობაა ფარმაცევტულ წარმოებაში.

ლაბორატორია
საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა წარმოების გაფართოვებაც. აუცილებელი გახდა ახალი ლაბორატორიის მშენებლობაც, რომელიც გაზრდილი მოთხოვნების და ფუნქციების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებდა.
“ავერსი-რაციონალში” ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მას საწარმოს ტერიტორიაზე 750 კვადრატული მეტრი უკავია და აქ ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება.
“ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რომელიც ამ დონის საწარმოსთვის გახლავთ აუცილებელი.
ნედლეულს “ავერსი-რაციონალი” მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული ბრენდებისგან იძენს. ამასთან კომპანიაში დანერგილია მომწოდებელთა შერჩევის და მონიტორინგის მრავალეტაპიანი, საკმაოდ მკაცრი სისტემა, მიღებული ნედლეულის ხარისხს კი ლაბორატორია კიდევ ერთხელ ამოწმებს.
ახალი ლაბორატორიაც აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. დამონტაჟებული აპარატურის ღირებულება ასი ათასობით ლარია.

 

ლაბორატორიაში მხოლოდ უახლესი აპარატურაა:
- მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფები (AG Technologies, აშშ),
- გაზური ქრომატოგრაფი (AG Technologies, აშშ);
- ინფრაწითელი სპექტრომეტრი (AG Technologies, აშშ);
- ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრი (Shimadzu, იაპონია).
- ტიტრატორები (შცოტტ ინსტრუმენტს, გერმანია, Crison Instrument S.A, ესპანეთი,)
- ხსნარებში მექანიკური ჩანართების მთვლელი (Particle measure systems, აშშ)
- სხვდასხვა სახის სასწორები, ტესტერები და სხვა მრავალი საანალიზო მოწყობილობა, რომელიც ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება.

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.