bigsale.ge
ავერსის სააფთიაქო ქსელი
Aversi Pharmacy

  

აფთიაქები

ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 148/2

+995 32 225 00 99; 296 72 27

+995 32 291 19 06

info@aversi.ge

www.aversi.ge
Back to Category
დამატებულია: 02.07.16

ავერსი ქალბატონებს საზაფხულო საჩუქარს სთავაზობს

ავერსის 7 აფთიაქში 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივლისს გაიმართება აქცია "გალამაზდი ავერსთან ერთად”.  ყველა მსურველს  ელოდება კვალიფიციური ვიზაჟისტი, რომელიც მისთვის სასურველ მაკიაჟს სრულიად უსასყიდლოდ შეურჩევს და გაუკეთებს. მაკიაჟი გაკეთდება იტალიური კოსმეტიკური ფირმის "მესაუდას" პროდუქციით.
იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა `მესაუდამილანო" ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა. "მესაუდას" ხაზი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ, ასევე არაპროფესიონალურ კოსმეტიკას. მას აქვს საკმაოდ ვრცელი ხაზი, რომელშიც შედის სახის საცხები, ტონალურები, ფერუმარილი, რუჟი, თვალის ჩრდილები, თვალის და ტუჩის ფანქრები, ლაინერები, ტუჩის საცხები, ტუშები, ფრჩხილის ლაქები და სხვა მრავალი პროდუქცია.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი 7 აფთიაქი:
* მეტრო ახმეტელის მიმდებარედ განთავსებული ავერსის აფთიაქი;
* აღმაშენებლის გამზირი #148ა–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;
* ცინცაძის ქ. #1–ში მდებარე აფთიაქი;
* ცოტნე დადიანის ქ#34–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;
* ვარკეთილი-3, IIIა მიკრო/რაიონი, კორპუსი#345–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;
* არაყიშვილის ქ. #8 (აბაშიძის ქ. #26)–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;
* პეკინის გამზირი#27–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;

ყველა ვინც მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას დასაჩუქრდება იტალიური კოსმეტიკური ფირმის "მესაუდას" პროდუქციით.

"ავერსი" - სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა.
დამფუძნებელი გახლავთ პროფესიით ექიმი პაატა კურტანიძე.
"ავერსის" სააფთიაქო ქსელი თბილისში წარმოდგენილია 111, ხოლო სხვადასხვა რეგიონში _ 118 აფთიაქით. ქსელის უპირატესობა გახლავთ ტემპერატურული რეჟიმსა და სისუფთავის ზედმიწევნით დაცვა, რაც მედიკამენტების საიმედოდ შენახვას უზრუნველყოფს.
პროდუქცია
“ავერსმა” დაარსებისთანავე დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა, შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხიც მაქსიმალურად გარანტირებულია და ფასიც - შედარებით დაბალი.

"ავერსის" პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან:
Actavis – Internatinal (ისლანდია); Ahava (ისრაელი); Asfarma (თურქეთი); Astelas Pharma (იაპონია_ ჰოლანდია); Boehringer Ingelheim (ავსტრია); Borshag. Chem. Pharm.Plant (უკრაინა); Bayer Schering Phara (გერმანია); Biocodex (საფრანგეთი); Biostimulator (უკრაინა); Berlin-Chemie (გერმანია); Borisovo (ბელორუსია); Brupharmexport (ბელგია); Chephasaar (გერმანია); Darnitsa (უკრაინა); Dr. Theiss Naturwaren GmbH (გერმანია); Fresenius Kabi Deutschland Gmbh (გერმანია); F.Trenka (ავსტრია); Georgian Biosystem (უკრაინა); GlaxoSmithKline (დიდი ბრიტანეთი); GNCLS (უკრაინა); Grindex (ლატვია); Herbapol (პოლონეთი); Herbapol (სერბია); Hemoplast (უკრაინა); Italfarmaco (იტალია); Kievmedpreparat (უკრაინა); Kiev Vitamin Factory (უკრაინა); Liqvor (სომხეთი); Macleods Pharmaceuticals (ინდოეთი); Nizhpharm (რუსეთი); Nycomed (ავსტრია); Olainfarm (ლატვია); Omron (იაპონია); Pfizer (აშშ-ბელგია); Polpharma S.A. (პოლონეთი); Rottapharm (იტალია); Sanofi Aventis (საფრანგეთი); Santen (ფინეთი); Solvay Pharmaceuticals (შვეივცარია); Tonus-Elast (ლატვია); Yuriya Pharm (უკრაინა); Zdorovie (უკრაინა)...

მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, “ავერსში” მედიკამენტების სხვადასხვა ფასით წარმოდგენილი ანალოგების _ ე.წ. “ჯენერიკების” ფართო არჩევანია, რომლებიც უცხოურ ანალოგებისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება და არა ხარისხით.
პრიორიტეტები
“ავერსში” უმთავრესი პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხი გახლავთ. აფთიაქებში ფარმაცევტების მუშაობის ხარისხს და მათ პროფესიულ ზრდას დიდი ყურადღება ექცევა.
ფირმაში არსებობს უწყვეტი სწავლების პროცესი _ ყოველკვირეული სემინარებისა და ტესტირებების დამსახურებით ფარმაცევტები კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ. ამ შეხვედრებზე ფარმაცევტები ისმენენ ინფორმაციას სხვადასხვა ბრენდის მედიკამენტების შესახებ. ფარმაცევტებს უტარდებათ სემინარები და ტრენინგები მომსახურების საკითხებზეც.
ფირმას ჰყავს რეგიონალური მენეჯერების გუნდი, რომელიც სისტემატურად ამოწმებს აფთიაქებში სანიტარულ-ფარმაცევტულ წესრიგს. ასევე ფირმას აქვს “ფარული მომხმარებლის” სამსახური, რომლის საშუალებითაც სისტემატურად ხორციელდება აფთიაქების სამუშაო პროცესის და მომსახურების დონის მონიტორინგი.

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.