bigsale.ge

  

კლინიკა ავერსის კლინიკა

თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №27ბ

+995 32 2500 700

+995 32 239 93 70

clinic@aversi.ge

facebook.com/AversiClinic

www.aversi.ge
Back to Category
დამატებულია: 27.06.17

„ავერსის–კლინიკის“  თელავის ფილიალი იხსნება
კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი თაობის HITACHI-ის ღია ტიპის  მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც პირველია როგორც რეგიონში ასევე საქართველოშიც.
PHILIPS-ის ფირმის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი.
ექოსკოპიის კაბინეტი, რომელიც General Electric-ის  ყველაზე თანამედროვე აპარატით არის აღჭურვილი.
მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია.

ავერსის მარნეულის კლინიკას მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა

11 მაისს ავერსის მარნეულის კლინიკის ახალი სამედიცინო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონს დღეიდან  100 საწოლიანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული და სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრს მოიცავს.

ცენტრში ფუნქციონირებს: ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი; რეანიმაცია; მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონარი; სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი;  ქირურგიული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში  3 სრულყოფილად აღჭურვილი საოპერაციო დარბაზი შედის; ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი, რომელიც  წარმოდგენილია ულტრასონოგრაფიული და რენტგენის კაბინეტებით, კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ლაბორატორიით.

ამბულატორიული დეპარტამენტი კი სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის _ თერაპევტის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ზოგადი ქირურგის, ონკო-ქირურგის, მამოლოგის, პროქტოლოგის, დერმატოლოგის, ყბა-სახის ქირურგის, სისხლძარღვთა ქირურგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ინფექციონისტის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ტრავმატოლოგის და ფიზიოთერაპევტის მომსახურებას გთავაზობთ.

ახალი ცენტრის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რეგიონის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

"ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტში 12 მიილიონ 500 ათასის ინვესტიცია განხორციელდა:

-  "ავერსის კლინიკა" დღეს 27 ამბულატორიულ და სტაციონალურ კლინიკას აერთიანებს. ათი წლის წინ კლინიკის პირველი ფილიალი სწორედ მარნეულში გაიხსნა. ახალი კლინიკა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. იმედი გვაქვს, ყველა აქ მოსული პაციენტი კმაყოფილი დარჩება ჩვენი სამედიცინო პერსონალის მომსახურებით. მადლობას ვუხდი "ავერსის კლინიკის" თანამშრომლებს რომლებიც უკვე 10 წელია ერთგულად ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩემი მადლიერება უნდა გამოვხატო ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მიმართ. მათ  ამ იდეის განხორციელებაში პირველივე დღიდან მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში ასე ოპერატიულად გაიცემა ლიცენზიები და ნებართვები.

მადლობა უნდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს _ დღეს საქართველოში  მოსახლეობაზე ორიენტირებული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა მოქმედებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თითოეულ მოქალაქეს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ. ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ვიცნობ და თამამად გეტყვით, რომ ჩვენი სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა:

- " ახალი კლინიკა დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან განხორციელდა. ეს გარანტია იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. კლინიკა  მაღალტექნოლოგიური აპარატურით გახლავთ აღჭურვილი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაში".

სტუმრებს შორის გახლდათ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი. მისი თქმით, ახალი კლინიკის მომსახურებით არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობაც ისარგებლებს.

- მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, რომ  
კლინიკაში სამასამდე თანამშრომელია დასაქმებული და მათ შორის ნახევარზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა:

"ავერსის" კლინიკა მუდმივად განახლებისა და განვითარების პროცესშია. ის მოსახლეობას უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.


,,ავერსის კლინიკა" _ ოცნება, რომელიც ასრულდა
,,ავერსის კლინიკა''  მსოფლიო დონის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა.
ავერსის კლინიკა თბილისში
• ადვილად მისასვლელი მდებარეობა ქალაქის ცენტრში
• ფართო, უფასო ავტოსადგომი კლინიკის ეზოში
• პაციენტზე მორგებული სამუშაო საათები (ყოველდღე -09 : 00-21 : 00, შაბათ-კვირას –10 : 00 - 19:00)
• ყველა ტიპის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
• მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურა
• მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
• სასიამოვნო გარემო
• პაციენტთა ისტორიების ელექტრონული არქივაცია 
• ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის პასუხების ელექტრონული და წერილობითი სახით გადაცემის საშუალება
 ,,ავერსის კლინიკა’’ ფუნქციონირებს 2008 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტების რაოდენობის მკვეთრმა ზრადამ განაპირობა, რომ გახსნილიყო რამდენიმე ფილიალი არამარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებში. ამ ნაბიჯმა უფრო ხელმისაწვდომი გახადა სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახელობისათვის.

,,ავერსის კლინიკა'' სერტიფიცირებულია ISO 9001 სტანდარტით. 

 

 

 

 

ავერსის კლინიკა

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.