bigsale.ge

 

სამედიცინო მასაჟის სკოლა "ავანი"

 

კატეგორია:     პროფესიული სწავლება

მისამართი:    თბილისი, გორგასლის ქ. №9
                          (ბალნეოლოგიური კურორტი)

ტელეფონი:   +995 93 168461

ვებგვერდი:    www.bigsale.ge/avani

 
ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა / შემოთავაზება

სპეციალიზებული სახელმწიფო სასწავლებელი-სამედიცინო მასაჟის სკოლა „ავანი“ ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.  მოღვაწეობს 1981 წლიდან. სკოლის დირექტორია ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ავალიანი.
სკოლა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და მანუალური თერაპიის, მასაჟისა თუ კინეზიოთერაპიის სახელმძღვანელოებით.
ლექციებს კითხულობენ უმაღლესი კატეგორიის პროფესორ-მასწავლებლები.

სკოლის სასწავლო წელი უდრის 10 თვეს.  პროგრამა შეადგენს 1600 საათს.

გარდა მომიჯნავე საგნებისა (ანატომია, ფიზიოლოგია. ლათინური ენა, ფარმაკოლოგია, შინაგანი დაავადებები, ქირურგია, ორთოპედია, მედდის საქმე, ნერვული  დაავადებები, კანის დაავადებები, ფიზიოთერაპია) ისწავლება ფუნდამენტურად კინეზიოთერაპია (სამკურნალო ფიზკულტურა), აკუპრესურა (წერტილოვანი მასჟი), კოსმეტიკური მასაჟი, სამედიცინო მასაჟი (სამკურნალო მასაჟი ყველა დაავადების დროს, პლანტარული მასაჟი-ფეხებით მასაჟი, ტაილანდური მასაჟი, ბავშვთა მასაჟი და სხვ.), მანუალური თერაპია.
თეორიული კურსის გარდა სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობებსაც.
თორმეტკლასდამთავრებულები მიიღებენ დიპლომს, ხოლო ცხრაკლასდამთავრებულები სერთიფიკატს. დიპლომი და სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენოვანია.
სწავლების ფასი 200 ლარი თვეში

დამატებულია: 18.02.10

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე