ავტომობილების გაქირავება

 

 

 

 

www.bigsale.ge/ars
Back to Category
 
დამატებულია: 13.11.13

     თქვენს განკარგულებაშია სედანისა და ჯიპის კლასის კომფორტაბელური ავტომობილები, - ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის!
     “ავტორენტსერვისი” გთავაზობთ მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილების ფართო სპექტრს: სედანის კლასის ავტომობილებს. უმძღოლოდ.

ჯიპის( 4X4) კლასის ავტომობილებს. უმძღოლოდ.
მინივენის ტიპის ავტომობილებს. უმძღოლოდ.
მოძრაობა დასაშვებია საქართველოს ფარგლებს შიგნით.

• “ავტორენტსერვისი”-ში მანქანის დაქირავება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს;
• კორპორატიული კლიენტები ისარგებლებენ 10-20%-იანი ფასდაკლებით;
• დამქირავებელი (წარმომადგენელი) უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის;
• მანქანის დაქირავების მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, მძღოლის მოწმობა, ავტომანაქანის მართვის გამოცდილების არანაკლებ 3 წლის სტაჟით;
• ავტოპარკში არსებული ყველა ავტომანქანა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აი ჰოლდინგში” ;
• დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს გადაუხადოს სადეპოზიტო თანხა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გარანტი), 400 ლარის ოდენობით.
• გამქირავებელი უბრუნებს დამქირავებელს სადეპოზიტო თანხას, 400 ლარის ოდენობით, მას შემდეგ,რაც მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
• ავტომობილის გაქირავების ტარიფები 24 საათზეა გათვლილი;
• ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (GEL);
• ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
• გარბენის დღიური ლიმიტი ერთი დღით (სრული 24 საათით) დაქირავების შემთხვევაში სედანის ტიპის ავტომობილზე შეადგენს 400კმ-ს, ხოლო ჯიპის, პიკაპისა და მინივენის ტიპის ავტომობილებზე - 500კმ-ს.
• ორი და მეტი დღით დაქირავების შემთხვევაში: ულიმიტო
• დღიური ლიმიტის გადამეტების შემთხვევაში კი მოცემულ ფასს დაემატება 0,50 თეთრი ყოველ კილომეტრზე;
• მანქანების დაქირავების პროცესი “ავტორენტსერვისში” მარტივი და სწრაფი პროცედურაა.უცხოეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ ხელშეკრულება რუსულ ან ინგლისურ ენაზე გააფორმონ.
ავტომობილის ქირის ღირებულება არ მოიცავს საწვავის ღირებულებას

ავტორენტსერვისი ასევე გთავაზობთ დამატებით მომსახურეობას:
• პროფესიონალი მძღოლი;
• ნებისმიერი სახის ტრანსფერი;
• საექსკურსიო მომსახურება სხვადასხვა ტიპის
ტრანსპორტით,პირადი დაცვის უზრუნველყოფა თანმხლები ავტომობილით.
• სატელიტური ტელეფონი
• პორტატული პერსონალური კომპიუტერი ინტერნეტით;
• ბავშვის სამგზავრო სავარძელი;
• თხილამურების სამაგრი და სხვა

გახსოვდეთ,-ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ!


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.