bigsale.ge

  

კომპიუტერული მაღაზიათა ქსელი

თბილისი, ლერმონტოვის ქ. №21

+995 32 298 50 85

manager1@algorithm.ge

www.algorithm.ge
Back to Category
 
დამატებულია: 14.10.11

პროექტი ”კომპიუტერი ყველასთვის”
კორპორაცია ინტელმა კომპიუტერულ კომპანიებთან ”ალტასა” და ”ალგორითმთან” ერთად სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”  წარმოადგინა პროექტის - ”კომპიუტერი ყველასთვის” - პრეზენტაცია.
პროექტის მიზანია საშუალება მისცეს საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს შეიძინოს სასურველი კონფიგურაციის კომპიუტერი/ნოუთბუქი სპეციალურ ფასად, 2 წლიანი განვადებით კონფიგურაციის მიხედვით დღეში 1 ლარიდან. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
კორპორაცია ინტელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ინტელის პროგრამების დახმარებით ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება. ამ მიზნით ინტელი თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის მთავრობასთან, ლოკალურ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, ჯანდაცვის დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.
პროექტის ”კომპიუტერი ყველასთვის” ფარგლებში კომპიუტერები და ნოუთბუქები წარმოდგენილი იქნება ”ალტასა” და ”ალგორითმის” მაღაზიებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 11 ოქტომბერს იწყება პროექტის საპილოტე პროგრამა, ხოლო 22 ოქტომბერს, თბილისში პროექტის მხარდასაჭერად ჩამოდის კორპორაცია ინტელის ვიცე პრეზიდენტი, ბ-ნი ჯონ დევისი. 22 ოქტომბერს პროექტი ოფიციალურად იღებს სტარტს.
ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ბანკების დახმარებით შეღავათიანი საგანვადებო პირობით კომპიუტერის ღირებულება დღეში 1-დან 4 ლარამდე შეადგენს.

პროექტი ”კომპიუტერი ყველასთვის” მომხმარებელს სთავაზობს:
· სპეციალურ ფასს კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე
· გრძელვადიანი (2 წლიანი) საბანკო განვადების მიღების შესაძლებლობას
პროექტის პარტნიორია: ”ტაოპრივატბანკი”

· სპეციალური შემოთავაზება ”კავკაზუს ონლაინისგან”:
აქციაში მონაწილე კლიენტები მიიღებენ კავკაზუს ონლაინის სტანდარტულ პაკეტებს
(Euro 2, Euro+ და Euro 3) ასეთი საჩუქრებით:
· პირველი თვის განმავლობაში 50% ფასდაკლება
· ყოველი მე-6 თვე უფასოდ
· სამუშაო დღეებში 10:00-18:00 2-ჯერ მეტი სიჩქარე (10Mb/s, 16Mb/s, 20Mb/s)
· 8-07 ზე 15% ფასდაკლება ნებისმიერი მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე.

პროექტში წარმოდგენილია კომპიუტერები/ნოუთბუქები ინტელის პროცესორების: Intel Atom, Intel Celeron, Intel Pentium, Intel 2 Duo, Intel i3, Intel i5, Intel i7 ბაზაზე. შესაბამისად ბანკის მიერ 2 წლიანი განვადების დამტკიცების შემთხვევაში კომპიუტერის/ნოუთბუქის შეძენა შესაძლებელია დღეში 1 ლარიდან 4 ლარამდე კონფიგურაციის მიხედვით. ბანკში განვადების ღირებულების შეტანა ხდება თვეში ერთხელ (პროექტის ფარგლებში 30-დან 90 ლარამდე თვეში) - კომპიუტერის/ნოუთბუქის კონფიგურაციის და განვადების პირობების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში შეძენილ კომპიუტერულ ტექნიკაზე იმოქმედებს ”ალტასა” და ”ალგორითმში” კომპიუტერულ ტექნიკაზე არსებული 1-დან 3 წლამდე გარანტია.

მისამართები:
მის: ფალიაშვილის 66
0162 თბილისი, საქართველო
ტელ: 23 07 70; 23 10 96

მის: ლერმონტოვის 21
0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 50 85; 92 09 78

მის: პეკინის 24ა
0194 თბილისი, საქართველო
ტელ: 37 89 89; 37 89 99

მის: წამებულის 98 (M ისანის მიმდებარე ტერიტორია)
0144 თბილისი, საქართველო
ტელ: 43 85 45

მის: ჭოველიძის 13 (ბელინსკი)
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 91 53; 98 30 57

მის: ცაბაძის 8 (სავაჭრო ცენტრი კიდობანი, მაღზია 16-17)
0112 თბილისი, საქართველო

მის: ქ. ბათუმი; გორგილაძის 36

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.