bigsale.ge

 

ალბატროსი
ALBATROS HOTEL UREKI

 

კატეგორია:     სასტუმრო

მისამართი:    ურეკი, მაგნეტიტი

ტელეფონი:   +995 95 197310; 95 420422; 99 503046

ვებგვერდი:    www.bigsale.ge/albatros.html

ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა / შემოთავაზება

შავი ზღვისპირა კურორტ ურეკს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ევროპის სამკურნალო და გამაჯანსაღებელ საზღვაო კურორტებს შორის. თავისი განუმეორებელი სამედიცინო ფაქტორების გამო. სანაპიროს რბილი ჰავა ზღვასთან ერთად ქმნის ბუნებრივ სამკურნალო პირობებს. პლაჟის წვრილმარცვლოვანი მაგნიტური ქვიშა შავი მურა ფერისაა. ქვიშის ძირითად მინერალებს წარმოადგენს მაგნეტიტი (5%), ტიტანომაგნეტიტი (4,5%), ილმენიტი (4,5%), მონაციტი (4,9%), ცირკონი (4,2%), გრანიტი (4,3%), დვარცი და სხვა.
ურეკის სამკურნალო ფაქტორები გამოიყენება სხვა და სხვა დაავადებებისგან განსაკურნებლად. კერძოდ: გულსისძარღვთა სისტების, ცენტრალური ნერვული სიტების, საყრდენმამძრავებელი აპარატის დაავადებების, კუჭნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დავადებათა, ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ. ურეკის სამკურნალო ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვთა მკურნალობაში.

ურეკში, შავი ზღვის სანაპიროდან 30 მეტრის დაშორებით მდებარეობს ელიტარული სასტუმრო „ალბატროსი“.
სასტუმროს განკარგულებაში მყოფი 29 ნომერი (როგორც ლუქსი, ასევე ნახევარლუქსი), აღჭურვილია კონდიციონერით და ტელევიზორით, გემოვნებით გაწყობილი, დახვეწილი ავეჯით. ყველა სართულზე დამონტაჟებულია ადმინისტრაციასთან დამაკავშირებელი აპარატურა.
ნომრის ღირებულებაში შედის: შვედური მაგიდა სამჯერადი კვებით, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზი; სტუმრების მიღება-გაცილება; დაცული ავტოსადგომი; ექსკურსიები („ციცინათელა“, ბოტანიკური ბაღი, ბათუმი და სხვა).
სტუმრების განკარგულებაშია: ბარი, სამკურნალო მასაჟის კაბინეტი; საყოფაცხოვრებო მომსახურეობის პუნქტი.
ბავშვებისათვის გათვალისწინებულია შეღავათები.

დამატებულია: 03.09.09

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე