სააქციო საზოგადოება “აქატი”, რომელიც შეიქმნა ექსპერიმენტალური ქარხნის ბაზაზე, ფუნქციონირებს 1994 წლიდან. საწარმო განთავსებულია 1980 წელს აშენებულ 6 სართულიან შენობაში. 1990 წლამდე ქარხანა პროფილირებული იყო ზუსტი გადამამოწმებელი ხელსაწყოების წარმოებაზე და აღჭურვილი იყო შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეებით, რომელიც უზრუნველყოფდა ზუსტი და უნიკალური ხელსაწყოების და დანადგარების გამოშვებას . 90-იან წლებში ქარხანას მოუხდა მთლიანად შეეცვალა პროფილი, აეთვისებინა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საგნების და საწარმოო დანიშნულების პროდუქციის გამოშვება, რამაც შესაძლებელი გახადა შეენარჩუნებინა თავის საწარმოო სიმძლავრეები.
2000 წლიდან ქარხანამ დაიწყო სამედიცინო აპარატურისა და სტომატოლოგიური დანადგარების წარმოება.
ამჟამად იგი ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს სერთიფიცირებულ სტომატოლოგიურ დანადგარებს.
სამედიცინო დარგში, გარდა სტომატოლოგიური დანადგარებისა, ქარხანა ამზადებს სხვადასხვა მოდიფიკაციის გინეკოლოგიურ სავარძლებს, სამედიცინო კარადებს, თაფჩანებს, შირმებს, სისხლის დაგასხმისათვის სავარძლებს, მონოფუნქციურ საავადმყოფო საწოლებს, ხერხემლის მაკორექტირებელ მოწყობილობებს, სხვადასხვა სახის მაგიდებს.
ქარხანაში სულ უფრო ფართოვდება ასორტიმენტი და უმჯობესდება ხარისხი იმ პროდუქციისა, რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, სილამაზის სალონებში.
ქარხანა აპირებს მომავალში გამოუშვას სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორებიც.
გარდა სამედიცინო სფეროსა, ქარხანა წარმატებით მუშაობს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულები პროდუქციის გამოშვებაში. ქარხანამ აითვისა გაზის მრიცხველების ყუთების, მრიცხველის გადამყვანების დამზადება, საკონდიტრო საამქროებში, რესტორნებში წარმატებით გამოიყენება ცომის გასაბრტყელებელი პრესები და ეგრეთწოდებული “კატალკები”
ქარხანა იღებს და ამზადებს სხვადასხვა დანიშნულების არასტანდარტულ მოწყობილობებს.
ქარხანა აქირავებს ფართს პირველ, მეორე და მესამე სართულებზე, მეორე და მესამე სართულებზე 1080მ2-ს, ხოლო პირველ სართულზე ნაწილობრივ 500მ2- მდე.
ქარხანაში მუშაობს ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო ლიფტი ტვირთამწეობით 5ტ. |