საბავშვო სასწავლო ცენტრი

თბილისი, ც.დადიანის ქ. №7

+995 32 266 31 22

+995 577 40 35 05

academus.ge@gmail.com

www.bigsale.ge/academus
Back to Category
 
დამატებულია: 17.05.12

"აკადემუსი" არის საბავშვო სასწავლო ცენტრი, სადაც ბავშვები სახალისო ატმოსფეროში მიიღებენ ცოდნას ხელოვნების და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.

"აკადემუსის" წრეების ჩამონათვალი:
1. ხატვა-ძერწვა (ასაკი- 5-15 წელი)
ეს ყველაფერი ჩატარდება ასაკობრივი თავისებურებების გათვალისცინებით.
2. ხელოვნების ისტორია (ასაკი 5-15 წელი)
ბავშვები თეორიულად იმოგზაურებენ დროში, ძველი სამყაროდან თანამედროვეობამდე და გაეცნობიან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს
3. მითოლოგია (ასაკი 5-15 წელი)
ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ხალხების მითებსა და თქმულებებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კულტურული აზროვნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
გაკვეთილები იქნება ინტერაქტიული და ბავშვებს შეუცყობს ხელს როგორც წერითი და მეტყველებითი, ასევე ანალიტიკური უნარების გამომუშავებაში.
4. ფოტოხელოვნება (ასაკი 10-15 წელი)
ფოტოხელოვნების წრეზე ბავშვები გაეცნობიან ფოტოგრაფიის შექმნის ისტორიას, ფოტოაპარატის გამოყენებას, ტექნიკურ დეტალებს, განათების დაყენებას, ექსპოზიციას, ოპტიკას, აპარატის ტიპებს, ციფრულ და ანალოგიურ ფოტოგრაფიას, გადაღებას და შემდგომ დამუშავებას.
5. ცოცხალი სამყარო (ასაკი 5-15 წელი)
ეს იქნება პირველი სერიოზული და დზალზედ საინტერესო ნაბიჯები სამყაროსა და მასზე ბინადარი ცოცხალი ორგანიზმების წარმოშიბა-განვითარების შემეცნების გზაზე.
ვისაუბრებთ ცხოველთა უნიკალურობებზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე გარემოში და იმ ფაქტზე თუ რა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ვიზრუნოთ ცხოველებზე და რატომ უნდა დავიცვათ ისინი.
6. უცხო ენა (ასაკი 5-15 წელი)
გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენის შემსცავლელი კურსები.
7.ლიტერატურა (ასაკი 7-15 წელი)
ლიტერატურის წრეზე ბავშვები გაეცნობიან  მსოფლიო ლიტერატურის კლასიკის მათი ასაკისთვის შესაბამის ნაწარმოებებეს და მათ ავტორებს, ასევე საჭირო ფორმით და მოცემულობით მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიო ლიტერატურის კლასიკის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებსა და მათ ავტორებზე.
8. რა? სად? როდის? (ასაკი 10-15 წელი)
„რა? სად? როდის?“,  „ერუდიტ  სექსტეტი“,  „ბრეინ რინგი“,  „ჯეფარდი“, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინტელექტუალური თამაშებისა, რომელსაც  “აკადემუსი” მოზარდებს სთავაზობს.
ზემოთ  ჩამოთვლილი შეჯიბრები მოიცავს   ცოდნის  გამოვლენას, აზარტსა და გართობას ერთდროულად. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინტელექტუალური თამაშები მიზნად ისახავს მოზარდების ინტერესის გაზრდას, აიმაღლონ ზოგადი განათლების დონე და ერუდიცია, აგრეთვე მათი ლოგიკური და სხარტი აზროვნების განვითარებას.
9. განმავითარებელი თამაშები (ასაკი 4-15 წელი)
განმავითარებელი ჯგუფური თამაშები ბავშვებში ავითარებს  შემეცნებით, თანამშრომლობით, კომუნიკაბელურ, ემოციური გამოხატვისა და კრეატიულ უნარებს.
10. მშობელთა სკოლა
კონსულტაცია - ასაკობრივი განვითარება და  თითოეული ასაკობრივი სტადიისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ასაკობრივი კრიზისები და მოგვარების გზები.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.