bigsale.ge

  

სარემონტო მასალები, კარები, მარმარილო, გრანიტი, კვარცი, ონიქსი, კერამიკული ფილები, ლამინატი, გათბობის და გაგრილების სისტემები, მოსაპირკეთებელი მასალები

თბილისი, წერეთლის გამზ. №149
(M დიდუბის მიმდებარედ)

+995 032 235 80 00

facebook.com/zodi.ge

info@zodi.ge

www.zodi.ge
Back to Category
   
       

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების,  ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. „ზოდი“ მომხმარებელს სთავაზობს შიდა და გარე კარის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, ასევე იტალიური, ესპანური, ბრაზილიური ბუნებრივი ქვების: მარმარილო, გრანიტი, კვარცი, ონიქსი, ტრავერტინის განსაცვიფრებელ ფერებსა და მაღალი ხარისხის ასორტიმენტს. 

შოურუმში წარმოდგენილია გერმანული, თურქული, რუსული წარმოების ლამინირებულ იატაკი, როგორც საშუალო სეგმენტის, ასევე პრემიუმ კლასის „პარადიზის“ ბრენდის ულტრა თანამედროვე კერამიკული ფილები, აბაზანის აქსესუარები, კიბის მოაჯირები, ცენტრალური გათბობის სისტემები და სხვა სარემონტო მასალები - მოკლედ, „ზოდი“-ში იყიდება ყველაფერი, რაც რემონტისთვის გჭრიდებათ, თან საუკეთესო ფასად ქალაქში!

მის საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი დაზგა-დანადგარებით  მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელ ფილები და სხვა.

„ზოდი“-მ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი ბაზალტი, კირქვა ) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება, რომელიც 2019 წელს დაასრულა.  „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 500 000 ლარია, საწარმო, რომელიც  9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული (აქედან 8000მ2 სასაწყობე ფართია) აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით  და წლიურად 50 000 მ2 ქართული ქვის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ა საწარმოში 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 20 ადამიანია დასაქმებული და მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 28-მდე გაიზრდება.

‘ზოდის“ მაღაზიები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი, აკ. წერეთლის 149 (მარცხენა სანაპირო, დიღმის ხიდთან); 577033001
- რუსთავი, ლეონიძის 20ა; 577 276717
- მარნეული, სულხან-საბას ქ.13; 577 200606
- გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი; 577 27060
- ქუთაისი, ჭავჭავაძის 9; 577 27 55 44

 

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.