ავტო იმპორტი

 

 

 

 

 
Back to Category
 
 
დამატებულია: 24.04.13

კომპანია Zarios Auto გთავაზობთ, როგორც ავტომობილების, სპეცტექნიკის, მოტოციკლეტების. ასევე მისი ნაწილების ტრასპორტირებას და განბაჟებას იაპონიის, ევროპის და აშშ-ს  ნებისმიერი აუქციონებიდან, სადილერო სტოკ-იარდებიდან და On-line მაღაზიებიდან.
ჩვენს მიერ ატვირთული ავტომობილები მაიაუტოს ვებ-გვერდზე, იხილეთ ამ ბმულზე. 

იაპონია
იაპონიის ავტო აუქციონები მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სისტემა ავტომობილის შესაძენად. აქ იპოვით როგორც იაპონურ, ისე ევროპულ და ამერიკული წარმოების ავტომობილებს,   მარცხენა და მარჯვენა საჭით. ნებისმიერ კლიენტს შეუძლია თავად შეარჩიოს  ავტომობილი აუქციონის ვებ გვერდზე და დაგვიკავშირდეს, რათა გავუწიოთ მას სრული კონსულტაცია, ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობასა და მის ღირებულებასთან დაკავშირებით.  ასევე ჩვენი პარტნიორი ტექნიკური ჯგუფი იაპონიაში, მოახდენს ავტომობილის ტექ.დათვალიერებას კლიენტის სურვილისამებრ. ავტომობილი ჩამოდის კლიენტის სახელზე. საბუთებთან ერთად იაპონიიდან ასევე იგზავნება სერთიფიკატი რადიაციის არარსებობის შესახებ. შესაძლებელია ავტომობილის დაზღვევა. ტრანსპორტირების ვადა - ყიდვიდან 2-2,5 თვე.

აშშ
კომპანია Zarios Auto გთავაზობთ აშშ-დან ავტომობილების იმპორტს, როგორც დაუზიანებელს - გარანტიით, ასევე დაზიანებულს - დაბალ ფასებში. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ აშშ-ში უშუალოდ ავტომობილის პატრონს, მოვიპოვოთ ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ,  დავაზუსტოთ მისი საბოლოო ფასი და  ტრანსპორტირების ღირებულება უახლოეს პორტამდე (აშშ), სადაც უშუალოდ ჩაიტვირთება  ავტომობილი კონტეინერში, რათა კლიენტს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველომდე ტრანსპორტირების ჯამურ ფასზე. ავტომობილი ჩამოდის კლიენტის სახელზე. ტრანსპორტირების ვადა - ყიდვიდან 1,5-2 თვე.

ევროპა
ჩვენ შეგვიძლია ასევე დაგეხმაროთ ავტომობილების იმპორტირებაში ევროპიდან. ამისათვის საჭიროა ან თავად შეარჩიოთ ავტომობილი, ევროპის ავტო-გაყიდვების ვებ გვერდებზე, ან მიმართოთ კომპანია Zarios Auto-ს. ჩვენ დაგეხმარებით მის შეძენასა და ტრანსპორტირებაში, როგორც კონტეინერით (საზღვაო გადაზიდვა), ასევე  ჩვენი პროფესიონალი მძღოლები ჩამოგიყვანენ გერმანიიდან თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილს უმოკლეს ვადაში, საქართველოს ნებისმიერ ქალაქამდე. საზღვაო ტრანსპორტირება - 1-1,5 თვე,  სახმელეთო ტრანსპორტირება - 12-20 დღე. 

კომპანია Zarios Auto მზად არის დააკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი კითხვა, მის მიერ შერჩეულ ავტომობილთან დაკავშირებით.

Zarios Auto - დაბალი ფასები, ხარისხი და გარანტია!

 

 

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.