ტურისტული გიდების და ტუროპერატორების ტრეინინგ ცენტრი
ტურისტული გიდების და ტუროპერატორების ტრეინინგ ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გთავაზობთ გიდების და ტუროპერატორების მომზადების ინტენსიურ კურსებს.
სწავლის ფარგლებში მომავალი გიდები და ტუროპერატორები შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარჩვევებს.
მსურველები საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის გარდა შეისწავლიან ყველა იმ აუცილებელ და სპეციფიურ საგანს, რომლებიც მათ მომავალში ტურისტებთან მუშაობაში დაეხმარებათ: ტურმენეჯნენტს, ტურდაგეგმარებას, ტურის ხარჯთაღრიცხვას, ეთიკას, ეტიკეტს, კომუნიკაციის-ფსიქოლოგიას, ინფორმაციის წყაროებთან მუშაობას, საერთაშორისო ტურისტულ ტერმინოლოგიას, პირველად საწრაფო დახმარებას და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში არაერთი პრაქტიკული გასვლა იქნება კონკრეტულ ტურისტულ მარშუტებზე.
მომავალ გიდებს და ტუროპერატორებს ლექციებს ჩაუტარებენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები სხვადასხვა სასწავლებლებიდან.
ყველა კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო წარჩინებული კურსდამთავრებულებიs, მანაცემები განტავსდება გიდების და ტუროპერატორების საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში და ასევე გადაეგზავნება წამყვან ტურისტულ კომპანიებს.
კურსის ღირებულება შეადგენს 380 ლარს. |