იოგას სახლი პირველი იოგა ცენტრია საქართველოში, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრიდან ფუნქციონირებს.
წლების მანწილზე იოგას მეცადინეობები სხვადასხვა ფიტნეს ცენტრებსა და დარბაზებში ტარდებოდა, რის შედეგადაც გაჩნდა საჭიროება იოგას ცენტრის გახსნისა, რომელსაც "იოგას სახლი" ეწოდა.
წლების მანძილზე ხალხთან მუშაობის შედეგად დაგროვდა გამოცდილება და ცოდნა ქართული საზოგადოების მოთხოვნებისა და მენტალიტეტიდან გამომდინარე, იმ ფორმის შესახებ, რომელიც უფრო მისაღები და სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის. დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა რომ მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ხასიათისა და პრობლემების კარგად გააზრებისა ცოდნის გათვალისწინებით არის შესაძლებელი ეფექტური მეთოდის შერჩევა და მორგება.
ჩვენს მიერ შერჩეული პროგრამები ეფექტურია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ყოველდღიური სტრესების დაძლევის თვალსაზრისით. აქვე უნდა აღინიშნოს პროგრამის ეფექტურობა სხეულის სილამაზისა და წონის კორექციის მიმართულებით, შედეგები აჩვენებს რომ პროგრამა ამ თვალსაზრისით არ ჩამოუვარდება ფინტესს. |
იოგას ჯგუფები
ნებისმიერ მსურველს ვისაც გსურთ გაიუმჯობესოთ ან აღიდგინოთ ჯანმრთელობა, გაილამაზოთ სხეული, იყოთ კარგ ფორმაში ან თუნდაც გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე გთავაზობთ იოგას პრაქტიკულ, სავარჯიშო ჯგუფურ კურსს.ჯგუფში მაქსიმუმ 15 ადამიანია.
კურსის საფასური
1 თვის აბონემენტის(12 ვარჯიში) საფასურია 100 ლარი.
2 თვის აბონემენტის(24 ვარჯიში) საფასურია 190 ლარი.
3 თვის აბონემენტის(36 ვარჯიში) საფასურია 270 ლარი.
1 ვარჯიშის საფასური(ერთჯერადი აბონემენტი) საფასურია 10 ლარი.
აბონემენტის შეძენა ხდება ვარჯიშის დაწყებამდე!
ჯგუფში ჩაწერა
1.გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია!
2.შეარჩიეთ სასურველი ჯგუფი და დააჭირეთ ღილაკს !
3. ჩაწერა ასევე შეგიძლიათ "იოგას სახლში"(ტელ: 555 11 52 88;).
ვარჯიშის დაწყება
ვარჯიშის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯგუფი უკვე შემდგარია. დამწყებებს ასევე შეუძლიათ ივარჯიშონ შედარებით გამოცდილებთან ვინაიდან მიიღებენ შესაბამის ინსტრუქტაჟს რაც ესაჭიროებათ.
ვარჯიშის ხანგრძლივობა
ერთი ვარჯიშის ხანგრძლივობა 1 საათია.
ფასდაკლება
სტუდენტურ ბარათზე ვრცელდება 20% ფასდაკლება ერთთვიან, ორთვიან და სამთვიან აბონემენტზე. იხილეთ ვრცლად.
5 წევრიან ჯგუფზე ვრცელდება 20% ფასდაკლება ერთთვიან, ორთვიან და სამთვიან აბონემენტზე("იოგა მეგობარი"). იხილეთ ვრცლად.
სხვა მიმდინარე ფასდაკლებების შესახებ იხილეთ აქ;
აბონემენტის ვადა
აბონემენტის ვადა აითვლება დაწყებიდან ვარჯიშების რაოდენობით, გაცდენილი გაკვეთლები არ ანაზღაურდება!
1 თვის აბონემენტი 12 ვიზიტი;
2 თვის აბონემენტი 24 ვიზიტი;
3 თვის აბონემენტი 36 ვიზიტი;
აბონემენტის გაგრძელება
აბონემენტის ვადის ამოწურვასას მიიღებთ შეტყობინებას sms-ის ან E.Mail-ის მეშვეობით.
აბონემენტის ვადის გაგრძელებისას არ არის საჭირო ხელახალი რეგისტრაცია, საჭიროა მხოლოდ ახალი აბონემენტის შეძენა.
აბონემენტის შეჩერება
(აბონემენტის შეჩერება არ ხდება თუ სარგებლობთ 20%-ზე მეტი ფასდაკლებით )
აბონემენტის შეჩერების შესახებ უნდა გვაცნონოთ წინასწარ, ხოლო გაგრძელება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.
აბონემენტის შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 7 დღეზე ნაკლები.
ვარჯიშის გადატანა
(ვარჯიშის გადატანა არ ხდება თუ სარგებლობთ 20%-ზე მეტი ფასდაკლებით )
გაცდენის შემთხვევაში ვარჯიში შეგიძლიათ აანაზღაუროთ სხვა დროს ჯგუფში სადაც თავისუფალი ადგილებია.
დაგვიანების შემთხვევაში შეგიძლიათ ივარჯიშოთ მომდევნო ჯგუფთან ან
ადრე მობრძანდეთ თუ თქვენთვის ასეა მოსახერხებელი.
ამისათვის ვარჯიშის დღეს წინასარ უნდა ჩაეწეროთ ჯგუფში ღილაკზე დაჭერით.
წონის კონტროლი და ჯანმრთელობა
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა შეავსოთ კითხვარი ჯანმრთელობის შესახებ რომელსაც გაეცნობა თქვენი ინსტრუქტორი.
ამისათვის შედით თქვენს პროფილში და დააჭირეთ ნარინჯისფერ ღილაკს, მონაცემების შევსების შემდეგ აგღეთვე მიიღებთ რეკომენდაციას თქვენთვის სასურველი წონისა და კალორიების რაოდენობის შესახებ.
|