საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“

  

საზოგადოებრივი კოლეჯი ხმა

თბილისი, წერეთლის გამზ. №1

+995 32 245 78 87; 595 85 60 78; 555 55 59 51;
577 74 91 34; 599 01 51 60

xma.edu.ge@gmail.com

www.xma.edu.ge
Back to Category
 
დამატებულია: 28.01.14

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
კოლეჯში თანამედროვე მოთხოვნების დონეზეა პროფესიული განათლების მისაღებად საჭირო მაღალ კვალიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლები, წიგნადი ფონდი, კოპიუტერული ტექნიკა (ინტერნეტში ჩართული). ყველა პირობაა სასწავლო პროცესის მაღალი
დონეზე წარმართვისთვის.
კოლეჯი პრიორეტიტულად მიიჩნევს სახელოვნებო სპეციალობების წინა პლანზე წამოწევას. ამისთვის მას ყველა პირობა აქვს, როგორც მაღალკვალიფიცირებული პედაგოგების, ისე შესაბამისი სამუშაო გარემოთი.

კოლეჯში ფუნქციონირებს შემდეგი პროფესიული სპეციალობები:
1. ხელოვნების მიმართულება - მუსიკოს-რეპეტიტორი - V საფეხური;
2. საესტრადო მუსიკის შემსრულებელი - IV საფეხური;
3. დრამის რეჟისორ-რეპეტიტორი - IV საფეხური;
4. ქორეოგრაფ - რეპეტიტორი IV საფეხური;
5. დიზაინერის პროფესია ჩვენთან სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის III საფეხურითაა წარმოდგენილი. სტუდენტები შესაბამის ტექნიკასთან (სამკერვალო მანქანა-დანადგარებთან) მუშაობას ადგილზე ეუფლებიან მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების დახმარებით;
6. აუდიოვიზუალური ხელოვნების სფეროში კოლეჯში ფუნქციონირებს მონტაჟის რეჟისორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც IV და V საფეხურებს მოიცავს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროფესიის სპეციალისტებს მხოლოდ ჩვენი კოლეჯი უშვებს და ის ერთადერთია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. ამ სპეციალობის სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი კაბინეტით და თანამედროვე სამონტაჟო პროგრამებით.
7. სამართლის მიმართულება - კრიმინალსტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი) III, IV და V საფეხურები. სადაც სტუდენტები კრიმინალისტის პროფესიას ეუფლებიან. უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალისტის ანუ გამომძიებელის პროფესიულ კვალიფიკაციის მიღება მხოლოდ პროფესიულ კოლეჯებშია შესაძლებელი და ჩვენი პრიორიტეტიც ესაა. სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ ჩამოყალიბდნენ შესაბამის სპეციალისტებად;
8. ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება - ორი სპეციალობითაა წარმოდგენილი: გიდის, რომელიც III და IV საფეხურებს მოიცავს და მცირე ბიზნესის მწარმოებელის IV და V საფეხურები. ფუნქციონირებს თანამედროვე დონეზე მოწყობილი ტურიზმის კაბინეტი;
9. სოციალური მეცნიერების მიმართულება - წამოდგენილია ჟურმალისტიკის განხრით, სადაც მომავალი კორესპონდენტები ყალიბდება. იგი III საფეხურს მოიცავს. აქ დასაქმებული არიან ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები. შესაბამისად, პროფესიულ სტუდენტს ყველა პირობა აქვს, კერძოდ თანამედროვეელექტრონული მედია-საშუალებები და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი ლიტერატურა.

ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია

 

 

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.