გურჯაანში გაიხსნა და იღებს სტუმრებს “Wine House Gurjaani”, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ძველ ღვინის მარანში აცნობენ სტუმრებს ქართული მეღვინეობის ისტორიას, აჭაშნიკებინებენ სამი სახეობის ღვინოს. აქვე სტუმრები ეცნობიან ჭაჭის დამზადების პროცესს.
ეთნოგრაფიულ ეზოში, მათ თვალწინ მზადდება ქართული კერძები (ჩურჩხელა, ხაჭაპური, ხინკალი, შოთების ცხობა), რომელშიც სურვილისამებრ თვით სტუმრები იღებენ მონაწილეობას.
მთელ ამ პროცესს თან ახლავს ფოლკლორული ანსამბლის სიმღერები. პროგრამის შემდეგ, სტუმრებს ეპატიჟებიან დიდ ქართულ დარბაზში, სადაც იმართება წვეულება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს |