ქ. თბილისის მერიის ს. ვირსალაძის სახ. N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლას სახელოვნებო სწავლების ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს.
სკოლის მიზანია აღზარდოს ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა, აზიაროს ხოლოვნებას, ამასთანავე მისცეს მათ საშუალება გამოხატოს საკუთარი პოზიცია საზოგადოებაში მიმდინარე დადებითსა და უარყოფით მოვლენებზე. ხელი შეუწყოს მოზარდ თაობაში სილამაზის, პროგრესისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. წლების მანძილზე ეწევა ქართული ხელოვნების განვითარების პოპულარიზაციას რაგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნორჩების აზროვნების დღევანდელი მდგომარეობა, შინაგანი სამყარო, პირდაპირ გამოხატულებას ჰპოვებს მხატვრულ შემოქმედებაში და ზოგადად ხელოვნებაში.
ბოლო წლებში განივრცო სწავლების სახელოვნებო სპექტრი და სასწავლო მეთოდიკა. მოწვეულ იქნენ ფართო პროფილის მაღალკვალიფიციური პედაგოგები, როგორიცაა: ხეზე ჭრის, თექის, ბატიკის, თოჯინების და სხვა. მოსწავლეთა ხედვითი და აღქმითი სპექტრის გაღრმავების მიზნით, ხელოვნების ისტორიის პედაგოგებს ისინი მიჰყავთ მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებში, სადაც ეცნობიან ამა თუ იმ მუზეუმის ექსპონატებს.
სოლა მუდმივად ჯილდოვდება საერთაშორისო გამოფენებზე პირველი ადგილებით, სერტიფიკატებით, დიპლომებით და სიგელებით. მოპოვებული აქვს “ლიდიცეზე” (ჩეხოსლოვაკია) ოქროს ვარდი, თანამონაწილეა I მსოფლიო საყმაწვილო დელფიადის, (უშუალო ორგანიზატორია იაპონური პროექტისა “საბავშვო გერნიკა” (22კვ.მ) ამ პროექტით საქართველო 38-ე ქვეყნად შევიდა მსოფლიო პროექტში, ეს პანო გაიგზავნა ათენში (საბერძნეთში). პრეზენტაციას ესწრებოდა ქ. ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორი აბე ტიშიმოსი და პაცეფისტთა დელეგაცია იაპონიიდან. გამოფენამ იტალიაში ტურინში დიდი წარმატება მოიპოვა, რისთვისაც მადლობის წერილი და დიპლომები დაიმსახურა სკოლამ და მისმა აღსაზრდელებმა. (პროექტი “ფილო,ლოგო,ფილო”-ში ლეომანის სკოლის მეგობრობის ასოციაციის დირექტორის ქალბატონ როზალბინა მილიეტის და “ველო დ’ოროს” კოორდინატორის კლაუდიუ დე’ბიაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიგზავნა).
სკოლა ხშირადაა მასპინძელი სხვადასხვა უცხოური დელეგაციების. ერთი წლის წინ კოლეგებთან ერთად სტუმრობდა ბერძენთა სათვისტომოს ფედერაციის თავჯდომარე კირიაკ ჯიორდანოვი, რომლებიც გაეცნენ საქართველოში მცხოვრებ ბერძენ მოსწავლეთა შემოქმედებას და დიდი ინტერესი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე. ეს ურთიერთობები ხელს უწყობს საქართველოს კულტურული მონაპოვრების მსოფლიო არენაზე გატანის პოპულარიზაციას.
რამდენიმე თვეა, რაც სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა თავიანთი ნამუშევრები გააგზავნეს: სომხეთში, ბელორუსიაში, პოლონეთში, იტალიაში, საერთაშორისო გამოფენებზე; მიღებული აქვთ მიწვევები თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ა.შ.შ.-დან და ავსტრიიდან.
2008 წ. სკოლა დაჯილდოვდა ბელორუსიაში, მინსკში, სართაშორისო გამოფენა-კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის სერიტფიკატებით (როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგი მ. ქინქლაძე შევიდნენ კატალოგში, რომელიც პირადად გადმოგვცა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "ბელორუსიის მწვანე ჯვრის" თავჯდომარემ ბატონმა ვ. ს. შევცოვმა).
სომხეთიდან მიიღეს მონაწილე მოსწავლეებმა სიგელები და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მადლობის წერილი.
მუზეუმის დღეებში აქტიური მონაწილეობისათვის - გ. ტაბიძის სახ. მუზეუმში; ნ. ბარათაშვილის სახ. მუზეუმში - ასევე დაჯილდოვდნენ მონაწილეები.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში კ. მარჯანიშვილის თეატრში მიიღეს სიგელები.
დიდი წარმატებით გამოეფინენ მოსწავლეები სამების დიდ ტაძარში, სადაც თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებითა და ხატებით.
წელს ჩვენი აღსაზრდელების ნამუშევრები გაიგზავნა ბაქოში - საერთაშორისო კონკურსზე, გვაქვს მიწვევები ბელორუსიაში, ვემზადებით ს. ვირსალაძის საიუბილეო გამოფენისათვის, რომლის სახელსაც ატარებს სკოლა.
თბილისობაზე სკოლის სტიპენდიანტმა მოსწავლეებმა N98 საჯარო სკოლას, საიათნოვას მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით, საჩუქრად გადასცა თავიანთი ნამუშევრები.
ასევე 2010 წელს სკოლას უსრულდება 55 წელი. ჩვენ ვაპირებთ საიუბილეო თარიღის აღნიშვნას დიდი მასშტაბით. |