"ქართულ–ევროპული განათლების აკადემია – VETO" დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ–მასწავლებლებით და პრაქტიკოსი ტრენერებით. ცენტრი ორიენტირებულია ქართული და ევროპული განათლების სინთეზზე, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან განათლებას მისაღებ ფასებში.
სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს ევროპის და რუსეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და სასწავლო ცენტრებთან და გთავაზობთ ასევე საზღვარგარეთ სწავლას (კოლეჯები, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული და ენების კურსები).
"ქართულ–ევროპული განათლების აკადემია – VETO-ში" ფუნქციონირებს შემდეგი მოსამზადებელი და ტრეინინგ კურსები:
• აბიტურიენტთა მომზადება
• მაგისტრატურის გამოცდებისათვის მომზადება
• ზოგადი ინგლისური
• სასაუბრო ინგლისური + DIRECT ENGLISH. ამ მეთოდით ინგლისურ ენას შეისწავლით 4-ჯერ უფრო სწრაფად
• იურიდიული / ბიზნეს ინგლისური
• სალაპარაკო რუსული РКИ მეთოდით - ამ მეთოდით რუსული ენის შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდება
• ბიზნეს/საოფისე რუსული
• ზოგადი უნარები
• ბუღალტერიის პრაქტიკული და თეორიული კურსი + ORIS კომპიუტერული ბუღალტერია
• საბანკო საქმე და სამართალი
• სახელშეკრულებო სამართალი
• ადვოკატთა გამოცდებისათვის მომზადება
• საგადასახადო საქმე და სამართალი
• საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები ინგლისურ ენაში (IELTS, FCE , TOEFEL, CAE, SAT, GMAT,GRE.)
• ქართულის, ინგლისურის და რუსულის შემსწავლელი კურსები უცხოენოვანთათვის.
ჩვენი ტერინინგ კურსები მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ წარმატებულ ორგანიზაციებთან და თეორიული კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ბანკებში, ტურისტულ კომპანიებში, აუდიტორიულ კომპანიებში, ადვოკატურებში.
ცენტრი თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან და კორპორაციული შეკვეთის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა.
კურსის დასრულების შემდეგ ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ასევე – სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები. ჩვენი აბიტურიენტები წლების განმავლობაში წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ხვდებიან წამყვან უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით.
ცენტრი სააბიტურიენტო პროგრამებს ახორციელებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, სადაც ანალოგიურად მივაღწიეთ წარმატებებს.
სასწავლო პროცესი ეფუძნება სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მუდმივად ვზრუნავთ სწავლების ხარისხზე.
სასწავლო ცენტრში დიდი ყურადღება ექცევა მასწავლებელთა შერჩევის პროცესს. თითოეული კადრი შეირჩევა კონკურსის წესით.
ჩვენი დევიზია: ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!
|