ავეჯის სახლი "ვალენტინი" 1996 წელს დაარსდა. ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობს, რაც გამოიხატება შეკვეთებისა და რეალიზაციების პერმანენტული ზრდით. გაიზარდა პარტნიორთა რიცხვიც. |
|
ავეჯის სახლი "ვალენტინი" ცდილობს მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ჩვენთან დაინერგა ანგარიშსწორების ისეთი პოპულარული მექანიზმი, როგორიცაა უპროცენტო განვადება. თუ მომხმარებელმა მაღაზიაში წარმოდგენილ ექსპოზიციებს შორის არჩევანი ვერ გააკეთა, მას შეუძლია კატალოგების მიხედვით აირჩიოს და შეუკვეთოს ნებისმიერი დასახელების იტალიური ავეჯი.
ავეჯის სახლი "ვალენტინი" მომხმარებელს სთავაზობს როგორც ნაღდ, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებას. ინტერიერის დიზაინი, ავეჯის ტრანსპორტირება და აწყობა უფასოა ჩვენი მომხმარებლისათვის თბილისის მასშტაბით .
|
|
2007 წლის დასაწყისში ჩვენი კომპანია გაფართოვდა და გადავიდა ახალ მისამართზე (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი). დღესდღეობით მაღაზია განთავსებულია 1200 კვ.მ ფართობზე. ახალ მაღაზიაში ცალკეულადაა წარმოდგენილი თითოეული ბრენდის "შოურუმები".
რაც შეეხება სიახლეს, იტალიური კომპანიების გარდა, "ვალენტინი" თანამშრომლობს წამყვან ამერიკულ კომპანიებთან და შემოაქვს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია.
მომავალში "ვალენტინი" უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს გვპირდება. |