ჩვენს შესახებ
1999 წლიდან მოქ მედი კერძო ტიპოგრაფიის ბაზაზე 2006 წელს ჩამოყალიბდა პოლიგრაფიული კომბინატი შპს „იუ სი ემ“, სადაც ძირითად პროფილთან, ოფსეტურ ბეჭდვასთან, კომბინირებულია ტრაფარეტული (შოლკოგრაფია) და ციფრული (რიზოგრაფული) ბეჭდვის სახეობები, რაც ნებისმიერი ტიპისა და ტირაჟის პროდუქციისათვის ფასისა და ხარისხის ოპტიმიზაციის საუკეთესო საშუალებას იძლევა.
პროდუქცია
გარდა სტანდარტული ტიპოგრაფიული პროდუქციისა, როგორიცაა ბროშურა, ბუკლეტი, პლაკატი, წიგნი, ჟურნალი, სავიზიტო ბარათი, საფირმო ბლანკი და სხვა. აქ იბეჭდება, მაისურებზე, კომპაქტდისკებზე, კალმებზე, სანთებელებსა და სხვა ტილოსა და პლასტმასის ნივთებზე, ქაღალდის ზედაპირიან და გამჭვირვალე სტიკერებზე, თვითკოპირებად დოკუმენტებზე. მზადდება ბუალინით ან ლამინაციით დაფარული მუყაოს ყდები კლასიკური ტიპის წიგნებისათვის, სრულდება კინძვის ყველა სახეობა (მავთულით, ზამბარით, თერმული და ძაფით კერვა). ხდება სხვადასხვა ტიპის კოლოფების ამოსაკვეთი ნახაზის დამუშავება, დანის ადგილზე დამზადება და ამოკვეთა.
დანადგარები
პოლიგრაფიული მანქანების მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთა დანადგარები, Roland, Haidelberg, Riso, Adast, Polar და თანამშრომელთა მრავალწლიანი გამოცდილება საუკეთესო ხარისხის გარანტიაა.
წინასასტამბო სამუშაოები
წინასასტამბო სამუშაოების ასორტიმენტი პრაქტიკულად შეუზღუდავია, ტექსტის აკრეფა, დაკაბადონება, დიზაინი, ტექნიკური დიზაინი ის სამუშაოებია, რომელთა შესრულებაც ადგილზე შეგიძლიათ, რაც იმედია დროის დაკარგვასთან ერთად საკმაოდ სოლიდური დანახარჯებისგანაც დაგიცავთ. კმაყოფილი დამკვეთი ხომ ჩვენი რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. |
|