ტერდი
TERDI

  

ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრი

 

 

 

 
Back to Category
 
დამატებულია: 28.09.17
ტერფი სხეულის გარემოსთან შეხების პირველი რგოლია, ამიტომ მისი ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობა მეტად მნიშვნელოვანია მთლიანად ძვალ-სახსროვანი სისტემისათვის.
ტერფს რთული ანატომიური აგებულება აქვს და შედგება 28 ძვლისა და 20 სახსრისაგან. აქვს 24 პოზიცია.
ტერფის ერთი ანატომიური ელემენტის დაზიანება არასოდეს არის იზოლირებული ფუნქციურად, ამიტომ ტერფს განიხილავენ, არა როგორც ანატომიურ, არამედ “ფუნქციონალურ” ერთეულს.
პოდიატრია წარმოადგენს ტერფისა და მისი პათოლოგიების შემსწავლელ მეცნიერებას.
პოდიატრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტერფის ბიომექანიკის შესწავლა.
პედოგრაფია ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება მსჯელობა ტერფის შემდეგ მახასიათებლებზე:
• ტერფის ფორმა
• თაღის სიღრმე
• ტერფის ღერძი
• ყრდნობის უბნები
• ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა
• ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო
ჩვენს კლინიკაში პედოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინდივიდუალური საკორექციო ღაბაშის(სუპინატორი) დამზადება, რომელიც წარმოადგენს როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკურ საშუალებას.
ინდივიდუალური საკორექციო ღაბაში(სუპინატორი) გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
• ბრტყელტერფიანობა
• სქოლიოზი
• ვენური უკმარისობა
• ლიმფოსტაზი
• ქუსლის დეზი
• რევმატიული დაავადებები
• დიაბეტური ტერფი
აგრეთვე სპორტული და პროფესიული დატვირთვისას:
• ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი , რაგბი და სხვა.

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.