bigsale.ge
სტუდია ვეგა
VEGA STUDIO

  

თანამედროვე სამეჯლისო ცეკვები

თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №29

+995 90 905013

+995 99 905013

info@vega.ge

www.vega.ge
Back to Category
დამატებულია: 28.12.10



თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების სტუდია "ვეგა" დაარსდა 2004 წლის ოქტომბერში. სტუდიის" დამაარსებლები და ხელმძღვანელები არიან საქართველოს და კავკასიის მრავალგზის ჩემპიონები და თასის მფლობელები, საერთშორისო ტურნირების პრიზიორები და ფინალისტები, საერთაშორისო ლიცენზიის მქონე პროფესიონალი არბიტრები, ქორეოგრაფები დავით კულუმბეგაშვილი და ია კვირიკაშვილი.

სტუდიას 2004 წლიდან ჰყავს გოგონათა ანსამბლი "ვეგა", რომელიც 5 წლის მანძილზე აქტიური მონაწილეა  სხვადასხვა კონცერტების, საღამოების და საერთაშორისო ფესტივალების. ანსამბლ "ვეგას" გააჩნია საკუთარი საკონცერტო პროგრამა, რომელსაც წარმატებით წარადგენს თავის სოლო კონცერტებზე. სტუდიას აგრეთვე ჰყავს საკონკურსო მოცეკვავე წყვილები. რომელებიც წარმატებით გამოდიან შეჯიბრებებზე. ისინი საქართველოს თასის მფლობელები არიან სხვადასხვა ასაკობრივ ქვეჯგუფებში (2009წ).

"ვეგამ" 5 წლის არსებობის მანძილზე არაერთი ღონისძიება გამართა: ანსამბლ „ვეგას" პრეზენტაცია - 2005წ, „ცეკვის საღამო" - 2006წ, "საახალწლო ფანტაზია" - 2006 წ, ქორეოგრაფიული სპექტაკლი "სამეჯლისო კაბა" - 2007წ, კონკურსი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში. „თსსუ-ს თასი" - 2008წ, ანსამბლ „ვეგას" სოლო კონცერტი - 2008წ, „5 წლის საიუბილეო საღამო" - 2009წ, „ცეკვის საღამო" - 2009წ.

სტუდიაში ცეკვის ხელოვნებას ეუფლებიან როგორც ბავშვები (6 წლიდან) და მოზარდები (13 წლიდან), აგრეთვე უფროსები. უფროსებისთვის სპეციალურად შექმნილია 3 თვიანი და 6 თვიანი სამოყვარულო კურსი, რომელიც ითვალისწინებს პოპულარული ცეკვების შესწავლას დაჩქარებული მეთოდით. სტუდიაში შეძენილი ცოდნა ეხმარება მათ იყვნენ გამორჩეულნი და დახვეწილნი ნებისმიერ საცეკვაო საღამოსა თუ წვეულებაზე.

"ვეგა" სთავაზობს მსურველებს ინდივიდუალურ გაკვეთილებსაც; დღეს მსოფლიოში ცეკვის შესწავლის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ჩვენ სტუდიაში კვალიფიციური მასწავლებლის დახმარებით ადვილად და სწრაფად დაეუფლებით ცეკვის ხელოვნებას.

სტუდიაში ისწავლება შემდეგი ცეკვები:
ლათინო-ამერიკული: სამბა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, პასადობლი, ჯაივი.
ევროპული: ნელი ვალსი, ტანგო, ვენური ვალსი, ფოქსტროტი, ქვიქსტეპი.
საკლუბო: სალსა, არგენტინული ტანგო.

სტუდია მოღვაწეობს შემდეგი მიმართულებით:
სცენური (კონცერტი, შოუ, სპექტაკლი).
სპორტული (საკონკურსო).
სამოყვარულო (საკლუბო, სადღესასწაულო, საქორწილო).

სტუდიაში მიღება წარმოებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

2010-2011 წლის საცეკვაო სეზონისთვის “ვეგა” აცხადებს ანსამბლის მოსამზადებელ(სარეზერვო) ჯგუფში გოგონების მიღებას,რომლებიც იმუშავებენ სპეციალური პროგრამით და წარჩინებულები სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდებიან ანსამბლის ძირითად შემადგენლობას. მათ მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა “ვეგას” საცეკვაო სეზონის დასკვნით სოლო-კონცერტში.

 

"ვეგას" სლოგანია - "იცეკვე და იყავი ბედნიერი!"

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.