bigsale.ge
 სიმბა
 SIMBA

  

საბავშვო ბაღი

თბილისი, ცინცაძის ქ. №22 (საბურთალოს 38)

+995 32 238 41 23

+995 593 32 33 79

საბავშვო ბაღი "სიმბა"

lali2810@mail.ru

www.simba2009.ge
Back to Category
 
დამატებულია: 22.09.16

დაიწყო რეგისტრაცია 2016-2017 წლისთვის! იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!



საბავშვო ბაღი ,,სიმბა,,- ხელოვნების სახლი პატარებისთვის

ჩვენთან ხალისია, სითბო და სიყვარულია. ვზრუნავთ თქვენი პატარების განწყობაზე და განათლებაზე, მათ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, ესთეტიკურ განვითარებაზე. ვცდილობთ აღვზარდოთ ისინი კეთილშობილ ადამიანებად.

გამოყენებული მასალების და თვალსაჩინოების საშუალებით ვახერხებთ იმას,რომ პატარებს გავუღვიძოთ მეცადინეობის ინტერესი და სიყვარული.ვეხმარებით ბავშვს იმაში,რომ სრულად მოახდინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება.
ჩვენი მიზანია შევუქმნათ მათ ისეთი პირობები, რომელშიც ისინი განივითარებენ დამოუკიდებლობის უნარს და თავისუფალი აზროვნების პატივისცემას.
მყუდრო და ლამაზ გარემოში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის,რომ თქვენმა პატარამ ისწავლოს, გაერთოსდა დღე შინაარსიანად გაატაროს.

ბავშვები სწავლობენ სწორ მეტყველებას, ცეკვას, სიმღერას, უცხო ენას, ძერწვას, აპლიკაციას. აქვთ ლოგიკურ-დიდაქტიკური, მოძრავი, თითებით თამაშები. დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. უტარდებათ გარე სამყაროს შეცნობის, შემეცნების, მათემატიკის, ეთიკის გაკვეთილები.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები გადიან სასკოლო მომზადების კურსს.

სიახლე ბაღში!

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ბაღში ამოქმედდა ხელოვნების სტუდია, სადაც ისინი სწავლობენ თიხაზე, თაბაშირზე მუშაობას, ვიტრაჟის, სუმინაგაშის ხელოვნებას, ფლორიატიკას, სხვადასხვა (წერტილოვანი, შხეფებით, კოპირების, შტამპის, ანაბეჭდებით და ა. შ.) მეთოდებით ხატვას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას.
წლის განმავლობაში უტარდებათ ზეიმები, ღია გაკვეთილები და წარმოებს მათი ვიდეო და ფოტო გადაღება.

ყოველდღიური სიახლეები და ინფორმაციები მშობლებს მიეწოდებათ facebook-ზე ბაღის პერსონალური გვერდის საშუალებით.

ბავშვებს მოემსახურებათ პროფესიონალი აღმზრდელ -მასწავლებლები და ფსიქოლოგი.
თუ გსურთ თქვენი შვილი გაიზარდოს,კეთილშობილ, ღირსეულ, განათლებულ ადამიანად გაატარეთ ბავშვობის დაუვიწყარი წლები ,,სიმბა,,-ს თან ერთად!

დირექტორი ლალი გრძელიშვილი

ბაღი მუშაობს 9.00-19.00
კვება სამჯერადი


თუ გსურთ თქვენი პატარა გაიზარდოს გონივრულად,ესთეტიკურად,ფიზიკურად განვითარებულ ღირსეულ ადამიანად,მაშინ გაატარეთ დაუვიწყარი წლები ,,სიმბა,,-სთან ერთად.

 


 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.