bigsale.ge

შუმი
SHUMI

  

ღვინის კომპანია

თბილისი, საბურთალოს ქ. №36ა

+995 32 238-11-37

+995 32 238-11-37

shumi@shumi.ge    

www.shumi.ge
Back to Category

Georgian wines have received awards of International Wine Challenge (IWC), including Gold and Trophy. Gold and Trophy were awarded to the same wine - Shumi's Ilerco 2012.

The results of annual IWC competition were announced recently in London. Called "the most comprehensive and influential blind wine tasting competition in the world", the International Wine Challenge (IWC) is owned by William Reed Business Media, and is now in its 33nd year.

Throughout the rigorous judging processes, each medal-winning wine is tasted on three separate occasions by at least 10 different judges and awards include medals (Trophy, Gold, Silver, Bronze) and Commended and Great Value awards.





ღვინის კომპანია შუმმა ჩინეთის ყველაზე დიდსა და პრესტიჟულ ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსში (CWSA Best Value 2016) მიიღო მონაწილეობა.
შუმის მიერ წარდგენილმა სამივე ღვინომ ჯილდო დაიმსახურა:
- წინანდალი 2014 – ოქრო
- ქინძმარაული 2014 – ოქრო
- რქაწითელი ქვევრი 2014 – ბრინჯაო


“ღვინის კომპანია შუმი”

“ღვინის კომპანია შუმი”, რომელიც დაფუძნებულია 2001 წელს, მდებარეობს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრში - წინანდალში, რომელსაც ესაზღვრება XIXს-ის ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის საქართველოში პირველი ღვინის ქარხნის დამაარსებლის თავად ალ. ჭავჭავაძის ეროვნული პარკი-სახლ-მუზეუმი.

კომპანიის სახელწოდებად შერჩეულ იქნა “შუმი”, რაც ძველად საქართევლოში ნამდვილ განუზავებელ ღვინოს ეწოდებოდა, ხოლო კომპანიის სიმბოლო კი – ლომის ტანიანი და არწივის ფრთებიანი “ფასკუნჯია”. ლეგენდის თანახმად იგი მითოლოგიური ფრინველია, რომელმაც პირველმა მოუტანა კაცობრიობას ყურძნის წიპწა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა მევენახეობა-მეღვინეობის დარგს.

დღეისათვის კომპანია ფლობს სავენახე ტერიტორიებს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რომელთა ერთი ნაწილი დაფარულია ახალგაზრდა ვენახებით, მეორე – მომზადებულია გასაშენებლად.

“ღვინის კომპანია შუმი” აწარმოებს წითელ და თეთრ, მშრალ, ნახევრადმშრალ და ნახევრადტკბილ ღვინოებს, ბიო ღვინოს, აგრეთვე “შუმი”-ს სორტიმენტში შედის ღვინის ბრენდი და ტრადიციული ღვინის გამოხდის მეთოდით დამზადებული კახური ჭაჭა. საკუთარი ექსკულიზიური ტექნოლოგიით კომპანიას დამზადებული აქვს 17 დასახელების პროდუქტი.

"ღვინის კომპანია შუმის პროდუქცია იწარმოება ბოთლებში, ორიგინალური თიხის ამფორებსა და ასეპტიკურ ტომრებში - “Bag-in-Box”.

“ღვინის კომპანია შუმი”-ს პროდუქცია წარდგენილ იქნა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენა-დეგუსტაციებზე, სადაც მიღებული აქვს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და დიპლომები.

კომპანიამ ღვინის ტურიზმის განვითარების და აგრეთვე უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი ქართული აბორიგენული ყურძნის ჯიშების გადარჩენის მიზნით შექმნა პირველი ვაზისა და ღვინის მუზეუმი “ვაზიონი”. მუზეუმი მდებარეობს ქარხნის ტერიტორიაზე და მოიცავს საკოლექციო ვენახს, საექსპოზიციო და სადეგუსტაციო დარბაზებს და ეთნოგრაფიულ კუთხეს.

საკოლექციო ვენახში უკვე გაშენებულია 294 უძველესი ქართული ჯიშის ვაზი, რომლებიც მუზეუმის თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიეს და დღესაც გრძელდება კოლექციის გამდიდრება, ასევე კოლექციაში შედის 92 დასახელების უცხოური ვაზის ჯიშიც.

საკოლექციო დარბაზში წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი (ძვ. წ. აღ III - I ათასწლეულების) უძველესი ღვინის აქსესუარები: ყურძნის საწნახელი, ღვინის დასადუღებელი და შესანახი თიხის ქვევრები,  სასმისები და სხვა ჭურჭელი რომელებსაც ქართველი ხალხი საუკუნეების წინ იყენებდა.

საექსპოზიციო დარბაზისა და საკოლექციო ვენახის გარდა მუზეუმის კომპლექსში შედის ეთნოგრაფიული კუთხე და სადეგუსტაციო დარბაზი, რაც უცხოელი დამთვალიერებლების განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს.

”ვაზიონს” ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი სტუმრები, რომლებიც ეცნობიან მეღვინეობის ძველ ქართულ ტრადიციებს და აგემოვნებენ “ღვინის კომპანია შუმი”-ს პროდუქციას.

მუზეუმი ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებილისათვის, ამისათვის მხოლოდ საჭიროა წინასწარ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მეილზე: vazioni@shumi.ge

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.