ეწვიეთ შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმს და დაბინავდით სასტუმრო „შერატონ ბათუმში“, სადაც თქვენ სახლიდან შორს ყოფნის დროსაც კი თავს იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში.
დაათვალიერეთ ბათუმის ყოველი კუთხე-კუნჭული, ამაში ჩვენი ცენტრალური ადგილმდებარეობა შეგიწყობთ ხელს. ჩვენი სასტუმრო განლაგებულია თავისი პრომენადებით საქვეყნოდ ცნობილი ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასტუმროდან ბათუმის ისტორიულ ცენტრამდე 5 - 10 წუთის გზაა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ისევე როგორც ცენტრალური მატარებლის სადგური სასტუმროდან 15 წუთის მანქანის სავალზეა.
თქვენ მოიხიბლებით ჩვენი 202 ოთახით, მათ შორის 25 ფეშენებელური სუიტითა და შესანიშნავი პენტჰაუსით საიდანაც იშლება პანორამული ხედები. აქ თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე, გემოვნებით შერჩეული ავეჯი, თბილი ფერები და საგანდებოდ შერატონისათვის დამზადებული „სვით სლიფერ“ (Sweet Sleeper® Bed) საწოლები, ყველაფერი ეს ქმნის მყუდრო და მშვიდ გარემოს. „შერატონ ბათუმში“ თანამედროვე საკონფერენციო სივრცეები, ორი რესტორანი და 3 ბარია. დაისვენეთ და განიცადეთ რელაქსაცია„შერატონის შაინ სპა“-ში, რომელიც ცნობილია თავისი ღია და დახურული აუზებით, საუნით, ორთქლის ოთახით, გრანდიოზული თურქული ჰამამითა და პროცედურების ფართო არჩევანით. „ექსოსის მიერ დაპროგრამებული შერატონის ფიტნეს ცენტრის“ ხელშეწყობით თქვენ მუდამ ფორმაში იქნებით. მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომია ყველა ოთახში და საზოგადო სივრცეებში.„ლინკ@შერატონი“, ლობის შუაგულში განთავსებული ინტერნეტ კავშირის ცენტრი, არის ადგილი სადაც ჩვენს სტურმებს შეუძლიათ იმუშავონ, დაისვენონ და იყვნენ მუდამ კავშირში ყველაფერთან რაც მათთვის მნიშვნელოვანია.