Back to Category
 
განახლებულია: 13.12.16
„შუხმან ვაინს ჯორჯია“ წარმოადგენს გერმანულ ინვესტიციებზე დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც 2006 წელს გერმანელი ბიზნესმენის, ბურხარდ შუხმანის მიერ დაარსდა.
ევროპული მენეჯმენტი, ქართული პროდუქცია - ასეთია კომპანიის მთავარი ფილოსოფია.
მთავარი სტრატეგია - „ვაწარმოებოებთ არა რაოდენობას, არამედ ხარისხს“.
შუხმანი აწარმოებს ორი ტიპის ღვინოს - ევროპულსა და ქართული ტრადიციული წესით დამზადებულ, ქვევრის ღვინოს. კომპანიის მფლობელობაშია 100 ჰექტარი ვენახები. ისინი გაშენებულია ნაფარეულში, კისისხევსა და შილდაში.

გარდა იმისა, რომ „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ძირითადად ღვინის მწარმოებელი კომპანიაა და მისი ძირითადი პროდუქტი ღვინოა, კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. უფრო კონკრეტულად კი ღვინის ტურიზმი. „შუხმან ვაინს“-ის შატო იყო პირველი, რომელიც სთავაზობდა ტურისტებს დახვეწილი სერვისის ღვინის ტურიზმს. შუხმან ვაინს შატო და სპა არის დახვეწილი დასასვენებელი კომპლექსი. ტურისტებს აქვთ სხვადასხვა სერვისების გამოყენების შესაძლებლობა. მთავარი სერვისი, რაც დაემატა შუხმანის შატოს, არის ღვინის სპა.

შუხმანის ღვინის სპა შექმნილია უნიკალური ღვინის ფრაგმენტებზე დაყრდნობილი ინტერიერის დიზაინით და ჩვენი ვენახების ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ექსკლუზიური 100%-ით ბიო პროდუქტებით. ჩვენი ღვინო-თერაპევტები ღვინის სპაში მოსული სტუმრებისთვის ასრულებენ უნიკალურ პროცედურებს, როგორიც არის ყურძნის წიპწის სკრაბის რეგენოპროცედურები, აბაზანებში ცხელი ღვინის პროცედურები და სხვა. შუხმანის ღვინის სპის წამყვანი პროდუქტია ჩვენს წარმოებაში შექმნილი ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლით და არის ნატურალური პროდუქტი. დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტი, დაბერების საწინააღმდეგო, დამარბილებელი ზეთი, რომელიც კანს ნაზსა და ელასტიურს ხდის. სტუმარს შეუძლია ჩაწვეს, შუხმანის ღვინის სპაში არსებულ ღვინის აბაზანებში და თავად განიცადოს სხეულზე ღვინის ჯადოსნური ძალა.


შუხმან ვაი ბარი, ვაინ ბარი ძველ თბილისში, ვაინ ბარი

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ ასევე ფლობს ღვინის ბარს. Schuchmann Wine Bar განთავსებულია ძველ თბილისში, ქარვასლას ისტორიულ შენობაში. ეს არის პირველი ვაინბარი საქართველოში და იგი ემსახურება ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.  „შუხმან ვაი ბარში“  ღვინის დეგუსტაციის გარდა შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები. ბარი იმითაც არის გამორჩეული, რომ ინტერიერის დიზაინი ხელნაკეთია და არცერთი დეტალი არ მეორდება. ეს არის ადგილი, რომელიც ტურიტებისათვის ქართული მეღვინეობისა და ქართული გასტრონომიის სავიზიტო ბარათად იქცა.

2015 წელს შეიქმნა კომპანია Schuchmann Travel, რომელიც ბიზნეს დაჯილდოებაზე დასახელდა წამყვან შემომყვან კომპანიად.

 

 

 

შუხმან ვაინს ჯორჯია, Schuchmann Wines Georgia, დასასვენებელი კომპლექსი თელავში, ღვინის სპა, შატო, წიპწის ზეთი, შუხმან ვაინს ჯორჯია, შუხმანის ღვინის სპა, ყურძნის წიპწის ზეთი, შუხმანის ღვინო, Wine Spa, Chateau, Grape seed oil, Schuchmann Wines Georgia, Schuchmanns’ wine spa, Schuchmanns’ wine, Best Georgian Wines

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.