რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია “საქრძე” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს რძისა და რძის
              პროდუქტების მწარმოებელ ისეთ ცნობილ და მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა: 
              სანტე, ეკოფუდი, ამალთეა, სანდო, ჩვენებური, მამული2006. 
              ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც
              მოწოდებულია ხელი შეუწყოს მერძევეობის დარგის განვითარებასა და რძისა
              და რძის პროდუქტების პოპულარიზაციას მოსახლეობაში. 
               
                
  | 
          
          
            -დარგის ინტერესების ლობირება მთავრობასთან დიალოგითა და თანამშრომლობით;  
              -წევრობის შემთხვევაში, წევრებს შორის ინფორმაციის, ცოდნასა და გამოცდილების გავრცელება;  
              -მერძევეობის სექტორში წარმატებული უცხოური ქვეყნების გამოცდილების გავრცელება, წევრებს შორის სასწავლო ტურების, ტრეინინგებისა და სემინარების მეშვეობით;  
              -დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროექტების განხორციელება სექტორის გასანვითარებლად.                |