bigsale.ge
mTavari kategoriebi reklama saitze siaxleebi kontaqti personalisTvis servisi TqvenTvis

 

სალხინო
SALKHINO

კატეგორია:     წამლის წარმოება

მისამართი:    თბილისი, დ აღმაშენებლის ქ. №115

ტელეფონი:   +995 32 959060

ფაქსი:          +995 32 959060

ელ. ფოსტა:    salkhino@inbox.ru

ვებგვერდი:    www.salkhino.ge

 
ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა

“სალხინო” ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული ტრადიციული წამალია.
”სალხინო” აწესრიგებს შარდ-სასქესო ორგანოების მოქმედებას, როცა შეიმჩნევა შენელებული და გახშირებული შარდვა, შარდვის დროს წვა, შარდსადენი ხვრელის ბაგეთა მიწებება, სუნი, გამონადენი, ტკივილი წელის, გავის ძვლის, თირკმელების არეში, შარდის წვეთ-წვეთად გამოყოფა, მოშარდვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა, აგვარებს სქესობრივი კავშირის დროს თესლის ნაადრევ გამოყოფას, აღადგენს სექსუალურ სისუსტეს. რეკომენდირებულია მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების, კოლპიტის, პროსტატიტის, პიელონეფრიტის, ნეფრიტის, ენდომეტრიოზის, პირის ღრუს სასუნთქი სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადებების, რინიტის, ბრონქიტის, პულპიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, ქოლიცისტიტის, კოლიტის, ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად. რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება, ხსნის შეშუპებებს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. ,,სალხინო” განსაკუთრებით კარგად ამჟღავნებს თავის ბაქტერიოციდულ თვისებებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის მიმართ. ”სალხინო” მოქმედებს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ანთებით პროცესებზე, გამოაქვს ჩირქი ორგანოებიდან, ანთავისუფლებს მათ შლაკებისაგან და ნალექისგან. უნარი აქვს აღადგინოს ნეკროზული პროცესები. ის აგრეთვე რეკომინდირებულია კომპლექსური თერაპიის დროს, სხვა მედიკამენტებთან ერთად.

დამატებულია: 16.07.09

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე