პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის
PARTNERSHIP FOR ROAD SAFETY

  

ავტოსამყარო

თბილისი, გრიბოედოვის ქ. №5

+995 32 988787

+995 32 935202

office@safedrive.ge

www.safedrive.ge
Back to Category
 
დამატებულია: 26.04.11
ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდის (FIA Foundation) მიერ დაარსებული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. ამ მიმართულებით ფონდმა განახორციელა პროექტი: ,,ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის” , რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით მიმდინარეობდა. (პროექტში მონაწილეობდნენ: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კომპანია BP, აშშ-ის საელჩო საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ზემოხსენებული ალიანსის ფარგლებში ფონდმა განახორციელბა პროექტები: ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“, რომელიც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებით დაგვირგვინდა, კერძოდ, პროექტის დასასრულს საქართველოს რეალობაში გაჩნდა ახალი კანონი, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე. ასევე, განხორციელდა პროგრამა: ,,საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“, რომლის შედეგადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში დანერგა საგზაო უსაფრთხოების სწავლება. აგრეთვე, ფონდმა განახორციელა პროექტი ფეხითმოსიარულეთა შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქალაქ ტარტუს პრეფექტურის მხარდაჭერით.

2011 წლიდან ფონდი ახორციელებს ორ მნიშვნელოვან პროექტს - ,,იყავი ხილული, იყავი დაცული“, რომელიც ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოებას ეხება და ,,საწვავის ეკონომიის ინიციატივა კავკასიაში“.
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.