ქუინს ინგლიში
QUEENS-ENGLISH

  

ინგლისური ენის ცენტრი

თბილისი, ლერმონტოვის ქ. №12
                   შარტავას ქ. №14 ა

+995 32 215 35 75

welcome@queens-english.ge

www.queens-english.ge
Back to Category
 
დამატებულია: 28.04.11

საგანმანათლებლო კომპანია “Queen’s English”-ში გრძელდება ახალი ჯგუფების გახსნა.
ინგლისური ენის შესასწავლად გამოიყენება უახლესი  მეთოდი“Direct English”.

ჯგუფი იხსნება “Queen’s English”-ის საბურთალოს ოფისში, შარტავას  14ა

დრო: 15:00-16:50 საათი (ამ საათზე მოქმედებს 20% ფასდაკლება)
საფეხური: I წიგნი.  (სახელმძღვანელო მოიცავს beginner, elementary)
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი;
საცდელი გაკვეთილები უფასოა.
თუ გსურთ ინგლისური ენის შესწავლა დაიწყოთ ამ ჯგუფთან ერთად დაგვიკავშირდით 1 მაისამდე ტელეფონის ნომერზე 2 15 35 75. ან მოგვწერეთ კომპანიის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე.

მოგესალმებით თქვენ ინგლისური ენის სწრაფშემსწავლელი ბრიტანულ-ქართული ცენტრი “Queen’s English”-ის სახელით. გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი სასწავლო ცენტრის შესახებ.

ზოგადი ინგლისური ენის კურსი
ენის შესწავლა ხდება მსოფლიოში აპრობირებული, სხვა მეთოდებისაგან რადიკალურად განსხვავებული, თანამედროვე და ყველაზე ეფექტური “ჩალლან”-ის მეთოდის გამოყენებით.

ენის შესწავლა ხდება მეოთხედ დროში, საშინაო დავალებების გარეშე, რაც დროისა და თანხის დიდ ეკონომიას იძლევა!

მსმენელს სამ-ოთხ თვეში ეხსნება როგორც ფსიქოლოგიური ასევე ენობრივი ბარიერი და თავისუფლად იწყებს ინგლისურ ენაზე მეტყველებას.
შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დღეები და საათები.
მსმენელებს საბოლოო გაადაწყვეტილების მიღებამდე ჩაუტარდებათ 2 საცდელი გაკვეთილი (1 დღე), რათა უშუალოდ დარწმუნდნენ მეთოდის ეფექტურობაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

ბიზნეს ინგლისური ენის კურსი
“Direct Business”ბიზნეს ინგლისური ენის კურსი შექმნილია მათთვის, ვინც შემდეგი საკითხებითაა დაინტერესებული:
- რეკლამირება
- მარკეტინგი და მენეჯმენტი
- რეკლამირება
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
- მოლაპარაკებები
- ადამიანური რესურსები
- ბაზრის კონკურენცია
- კომპანიის მართვა
- სტრატეგიების დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები
- ფინანსები და საბანკო ტერმინოლოგია
- ფინანსური მომსახურება
- აქციები
და ასე შემდეგ.

“Queen’s English” პირველი საგანმანათლებლო კომპანიაა  საქართველოში რომელიც გთავაზობთ მსოფლიოში აპრობირებული ინოვაციური მეთოდით ინგლისური ენის სწავლებას. Direct English ის ახალი მეთოდია, რომელიც კომპანიამ 2012 წლიდან დანერგა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Direct English-ის უპირატესობებია:
1. „Direct English“-ის სახელმძღვანელოები თანამედროვეა და შეიცავს თანამედროვე ლექსიკასა და საგამოცდო პროგრამების სტანდარტით განსაზღვრულ გრამატიკულ ასპექტებს.
2. „Direct English“-ის სახელმძღვანელოებში მოცემული შეკითხვები მსმენელისთვის საინტერესო თანამედროვე თემებს ეხება.
3. „Direct English“-ის სახელმძღვანელოები მუდმივ განახლებას გადის. მეთოდის განახლება არა მხოლოდ ლინგვისტურად არამედ თემატურადაც ხდება, რაც სწავლის პროცესს მსმენელისთვის საინტერესოს ხდის.
4„Direct English“-ის სახელმძღვანელოები ექსპერტ პედაგოგების მიერაა შექმნილი, რომელთაც პირდაპირი მეთოდით სწავლების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.
5. „Direct English“-ის  სახელმძღვანელოები ბევრ ისეთ სიტყვას შეიცავს, რომელიც სხვა, შედარებთ ძველ სახელმძღვანელოებში არაა შესული. მაგ: ელექტრონული ფოსტა, ბანკომატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.
6. „Direct English“-ის სახელმძღვანელოები გამდიდრებულია დამატებითი ელემენტებით, როგორებიცაა:
• გრამატიკული გაკვეთილები, რაც აადვილებს ახალი მასალის გაგებას და ხელს უწყობს ზეპირად ახსნილი მასალის განმტკიცებას. .
• საკომუნიკაციო სავარჯიშოები, რაც ეხმარება მსმენელს სწორი ფორმით დასვას შეკითხვა, პრაქტიკაში გამოიყენოს შესწავლილი ლექსიკური მარაგი თუ სტრუქტურა, რაც კომუნიკაციისათვის აუცილებელია.
7. ბოლოს რაც ყველაზე მთავარია „Direct English“-ის  გააჩნია ინტერნეტ პლატფორმა (ონლაინ სწავლების პროგრამა) სადაც მსმენელს შეუძლია კიდევ უფრო მეტი სავარჯიშო გააკეთოს და იმეცადინოს 100 საათზე მეტი აბსოლუტურად უფასოდ.



ინდუსტრია, პოლიტიკა და კანონი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, ამ სექტორში მუშაობს, ან აპირებს მუშაობის დაწყებას.
კურსი მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
• საავტომობილო ინდუსტრიის მნიშვნელობა
• პოპულარული გასართობი ინდუსტრია
• სამოგზაურო ინდურსტრიის არსი
• სამთავრობო და პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა
• სამართლებრივი სისტემის გაგება

კურსი გრძელდება თვე-ნახევარი. გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ დღეში 2 ორმოცდაათწუთიანი გაკვეთილი, 10 წუთიანი შესვენებით.
კურსის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი



ინგლისური ბანკირთათვის
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობს, საბანკო სექტორში მუშაობს, ან აპირებს მუშაობის დაწყებას.
კურსი მოიცავს შემდეგ ასპექტებს.
- პირადი ფინანსები და სამომხმარებლო სესხები
- საფონდო ბირჟის დინამიკა
- ბუღალტერიის ძირითადი ასპექტები
- აუდიტი და ფინანსურიკონტროლი
- კორპორატიული ფინანსები
- კომერციული და ინსტიტუციური ბანკი
- ინსტიტუციური ინვესტიცია და ეკონომიკური პოლიტიკა
- დაზღვევის საფუძვლები
- კომპიუტერის პრინციპები

კურსი გრძელდება თვე-ნახევარი. გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ დღეში 2 ორმოცდაათწუთიანი გაკვეთილი, 10 წუთიანი შესვენებით.
კურსის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი


ინგლისური მენეჯერთა და მარკეტინგის მენეჯერთათვის
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მარკეტინგის ან მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს, მუშაობს ამ სექტორში, ან აპირებს მუშაობის დაწყებას.
კურსი მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
• გაყიდვების საფუძვლები
• მარკეტინგის თეორია და პრაქტიკა
• PR და კორპორატიული კომუნიკაცია
• რეკლამირების არსი (რაობა)
• ადამიანური რესურსების მართვისგაგება
• მენეჯმენტის თეორია, ტექნიკა და სტილი
• ორგანიზაციული განვითარების პრინციპები
• ორგანიზაციული ხარისხის მნიშვნელობა
• ბიზნესის სტრუქტურა და ზრდის მექანიზმები
• წარმოების, შესყიდვისა და მომარაგების პრინციპები
კურსი გრძელდება თვე-ნახევარი. გაკვეთილები ტარდებაკვირაში 3-ჯერ დღეში 2 ორმოცდაათწუთიანი გაკვეთილი, 10 წუთიანი შესვენებით.
კურსის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი

TOEFL
ურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა, საერთაშორისო სერტიფიკატის აღება ან სტიპენდიის მოპოვება სურს.“Queen’s English” ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მსმენელს გამოცდის სპეციფიკის შესახებ და სწავლების პროცესიც საკმაოდ ინტერაქტიულია. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
• მოსმენის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
• წერის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
• საუბრის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
კურსი გრძელდება 2.5 თვე. მოიცავს გამოცდის სპეციფიკის დეტალურ ახსნას – თითოეული ასპექტის (საუბარი, მოსმენა, კითხვა და წერა) თეორიულ ახსნასა და შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ყველა ასპექტის გავლის შემდეგ მსმენელი გააკეთებს TOEFL-ის ტესტებს. შემდეგ კი პედაგოგთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შეცდომას. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3 ჯერ, დღეში 1.5 ან 2 საათიანი გაკვეთილი.


ყოველდღიური და ბიზნეს კომუნიკაცია
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, როგორც ბიზნესის საკითხებზე, ასევე ყოველდღიურ სამსახურეობრივ სიტუაციებში, აუცილებლობას წარმოადგენს.
კურსი მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
• ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია ბიზნეს მივლინების დროს
• ყოველდღიური კომუნიკაცია.
კურსი გრძელდება 2 თვე. გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ დღეში 2 ორმოცდაათწუთიანი გაკვეთილი, 10 წუთიანი შესვენებით.
კურსის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი


“Direct Business” 4 სახელმძღვანელოსაგან შედგება, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.
- მარკეტინგი და მენეჯმენტი
- კომპიუტერები, ბანკი და ფინანსები
- ინდუსტრია, პოლიტიკა და კანონი
- ყოველდღიური კომუნიკაცია

”Conversational Lessons”
გთავაზობთ უცხოელ ან ქართველ პედაგოგთან სასაუბრო გაკვეთილებს. გაკვეთილები მოიცავს სიტუაციურ დიალოგებს, თემატიკურ თამაშებს და ა.შ.
თემის შერჩევა შესაძლებელია თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.

ვიმედოვნებთ, კმაყოფილი დარჩებით ჩვენი ინფორმაციით და მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.