PRIME DENTAL
პრაიმ დენტალი

  

სტომატოლოგიური კლინიკა

თბილისი, ფალიაშვილის გამზ. №15/5

+995 32 222 01 05

primedentalcentergeorgia@gmail.com

Prime Dental Center

www.bigsale.ge/prime-dental
Back to Category
 
 
პრაიმ დენტალ ცენტრში ისევ სიახლეა!!!
ამიერიდან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაიტაროთ მკურნალობა ოპერაციული მიკროსკოპის ქვეშ
 
რა უპირატესობა აქვს მიკროსკოპს:
* მაქსიმალური გადიდებისა და გარჩევადობის გამო შესაძლებელია კბილის დამზოგველი დამუშავება, მხოლოდ კარიესული ქსოვილის მოცილება მიკროსკოპული სიზუსტით;
* რთული ანატომიის და გაუვალი არხების მქონე კბილების მკურნალობა;
* ჩატეხილი ინსტრუმენტისა ან წკირების ამოღება;
* კბილის ბზარების აღმოჩენა;
* პერფორაციების დახურვა;
* დამატებითი არხების აღმოჩენა;
* ფესვის მწვერვალზე არსებული პროცესების კონტროლირებადი სიზუსტით მკურნალობა.
* ის რაც აქამდე სირთულე იყო შეუიარაღებელი თვალისათვის და შეუძლებელს ხდიდა კბილის შენარჩუნებას-დღეს მიღწევადია მიკროსკოპული სტომატოლოგიის საშუალებით.
 

სრულიად ახალი მიდგომა პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკასა და კონსერვატიულ მკურნალობაში! 

მალე, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელი იქნება ჩაიტაროთ პროცედურა შვეიცარიული კომპანია EMS-ის აპარატული მეთოდით, რომელიც გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალური მკურნალობის პროტოკოლი შევურჩიოთ თითოეულ პაციენტს!

უნიკალური მიდგომა სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულოა!
 

სტომატოლოგიური კლინიკა “პრაიმ დენტალ ცენტრი” ფუნქციონირებს 2015 წლის მარტიდან. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სასიამოვნო , თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ გარემოს. მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურებას მკურნალობის უახლესი მეთოდით .

პრაიმ დენტალ ცენტრში გვაქვს 6  კაბინეტი სადაც ტარდება ყველანაირი სტომატოლოგიური მანიპულაცია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია, იმპლანტაცია, პაროდონტოლოგია (ვექტორული და ლაზერული).

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიგიენური ნორმების დაცვას. სტერილიზაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ინსტრუმენტები ქიმიურად ,თერმულად და მაღალი წნევის ქვეშ (ავტოკლავით ) მუშავდება.


ჩვენი მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნლობა კომფორტულ და სანდო გარემოში.
 



 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.