Pricelist

რატომ უნდა განათავსოთ თქვენი ინფორმაცია საიტზე bigsale.ge და რატომ იქნება ეს ეფექტური?

1. ეს არის უნიკალური საიტი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მხოლოდ ფასდაკლებების, სპეციალური შემოთავაზებების, მარკეტინგული აქციებისა და კომპანიების სიახლეების შესახებ.
2. ეს არის მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია თქვენს მიერ გამოცხადებული ფასდაკლების/სპეციალური შემოთავაზების შესახებ და შესაბამისად წინასწარ მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, თუ სად შეიძინოს მისთვის საინტერესო პროდუქტი/სერვისი.
3. ჩვენი საიტის მომხმარებელი არის ის ხალხი, ვისთვისაც ფასდაკლებები, აქციები და სპეც. შემოთავაზებები წარმოადგენს პროდუქტის შეძენის  დამატებით სტიმულს.
4. საიტისათვის ეტაპობრივად ტარდება სარეკლამო პრომო, რადიოს, ბილბორდების და სხვა პოპულარულ საიტებზე ბანერების განთავსების გზით, რაც დამატებითი გარანტიაა იმისა, რომ მომხმარებელი იხილავს თქვენს ინფორმაციას.
5. ინტერნეტ მარკეტინგი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული, ხელმისაწვდომი და მზარდი სარეკლამო საშუალებაა!
6. მომხმარებლისათვის საიტის რესურსებით სარგებლობა  უფასოა და მას არ ესაჭიროება საიტზე დარეგისტრირება.
7. თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება 1 წლის მანძილზე განათავსოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის/პროდუქტის შესახებ სიმბოლურ თანხად, ინფორმაციის ყოველთვიურად უფასო განახლება/დამატების შესაძლებლობით. 
* კონტრაქტის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, თქვენ ისარგებლებთ ფასდაკლებით მომდევნო წლის მომსახურეობაზე, იმ მომენტისათვის არსებული ფასების გათვალისწინები.
8. ინფორმაციის ყოველთვიური უფასო განახლება, ისევე როგორც დამატებითი ღირებულებით განთავსებული სიახლე, დამატების დღეს მოხვდება საწყის გვერდზე, სექციაში ”ახალი დამატებები” რაც კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ  მომხმარებელი იხილავს თქვენს მესიჯს.

მომსახურეობის რა პაკეტით შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე bigsale.ge ?
1. “SMART” ინფორმაციის განთავსება სტანდარტულ კატალოგში თქვენი საქმიანობის კატეგორიის მიხედვით:
- სპეციალურად თქვენთვის bigsale.ge- ს დაემატება ვებ- გვერდი, სადაც განთავსდება თქვენი დასახელება, ლოგო, სლოგანი, საქმიანობის სფერო, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები, ფოტო გალერეა (12 უფასო ფოტოს განთავსების შესაძლებლობით) და ლინკი თქვენს ვებ საიტზე და ფეისბუკის გვერდზე.
- აგრეთვე 1 წლიანი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად შეგეძლებათ განათავსოთ 1 უფასო ინფორმაცია თქვენი მოქმედი ან დაგეგმილი ფასდაკლების, სპეციალური შემოთავაზების, პრომო აქციის ან სიახლის შესახებ.
- თქვენ გექნებათ საკუთარი გვერდი საიტზე bigsale.ge თქვენი უახლესი ინფორმაციის განთავსებისა და განახლების შესაძლებლობით!
- თქვენი სიახლე ან შემოთავაზება (ასეთის არსებობისა და ჩვენთვის მოწოდების შემთხვევაში) დაიგზავნება საიტის შიდა, კორპორატიული, მეილინგ დაგზავნის სისტემით თვეში ერთხელ.

2. “SMART +”:
- თქვენ ისარგებლებთ ”SMART” პაკეტის ყველა უპირატესობით, პლიუს: VIP ბანერი თქვენი საქმიანობის კატეგორიაში სამი თვით; ფოტოკატალოგის და ინფორმაციის განახლება თქვს გვერდზე თვეში ოთხჯერ.
- თქვენი სიახლე ან შემოთავაზება (ასეთის არსებობისა და ჩვენთვის მოწოდების შემთხვევაში) დაიგზავნება საიტის შიდა, კორპორატიული, მეილინგ დაგზავნის სისტემით თვეში ოთხჯერ.
- ლინკი დაიდება საიტის მთავარ გვერდზე სექციაში ახალი დამატებები და სიახლეები, ნიშნულით sale ან new.
- სიახლის BigSale.ge-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსება (20 200 -ზე მეტი LIKE).
*თუ თქვენ უკვე განათავსეთ ინფორმაცია სტანდარტულ კატალოგში და გსურთ მომხმარებლის ყურადღების უფრო  მეტად მიქცევა, შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ბანერი სხვა წარმატებული ორგანიზაციების გვერდით.

3. “SMART MAX”:

-
თქვენ ისარგებლებთ ”SMART+” პაკეტის ყველა უპირატესობით, პლიუს: VIP ბანერი (180x80 px) თქვენი საქმიანობის კატეგორიაში ერთი წლით; VIP ბანერი (180x80 px) საიტის მთავარ გვერდზე 1 თვით.

შესაძლებელია თუ არა ინფორმაციის განთავსება საიტზე უფრო ინტენსიურად?
1. შესაძლებელია დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში (იხილეთ ”პრაის ლისტი”)
2. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ  თქვენი სარეკლამო ბანერის განთავსება თქვენი საქმიანობის კატეგორიის მიხედვით ”VIP” განყოფილებაში ან საიტის საწყის გვერდზე. (იხილეთ ”პრაის ლისტი”)

გადახდიდან რამდენ დღეში განთავსდება თქვენი ინფორმაცია/ბანერი საიტზე?
1. გადახდის დღიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში (საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, გადახდის დღედ ითვლება ანგარიშზე თანხის გააქტიურების დღე).
2. დროული განთავსებისათვის აუცილებელია გადახდის დღესვე მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ:
კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, საქმიანობის სფეროს მოკლე აღწერა. სასურველია: თქვენი ლოგო, სლოგანი, 2 ფოტო (თქვენი კომპანიის ან პროდუქტის გამოსახულებით), ფაქსის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, ვებ გვერდის მისამართი და მიმდინარე თვეში მომხმარებლისათვის განკუთვნილი  თქვენი სპეციალური შემოთავაზება. (მხოლოდ ერთი მარკეტინგული აქციის, ფასდაკლების, სპეციალური შემოთავაზების ან თქვენი სიახლის შესახებ).

Pricelist


განთავსება
ფორმატი
ფასი
პერიოდი
“SMART” პაკეტი  
1000GEL
12 თვე
“SMART+” პაკეტი  
1200GEL
12 თვე
“SMART MAX” პაკეტი  
1400GEL
12 თვე
კატეგორიის ჩამონათვალში ბმულის კონკრეტულ ადგილზე განთავსება  
350GEL
12 თვე
ბანერი №1 (აისახება საიტის ყველა გვერდზე) 991x90 1300GEL 1 თვე
ბანერი №1-1 (აისახება საიტის ყველა გვერდზე) 473x67 1000GEL 1 თვე
ბანერი №1-2 (აისახება საიტის ყველა გვერდზე) 517x67 1000GEL 1 თვე
ბანერი №2 (აისახება საიტის ყველა გვერდზე) 473x86 1000 GEL 1 თვე
ბანერი №2-2 (აისახება საიტის ყველა გვერდზე) 517x86 1000 GEL 1 თვე
ბანერი №3 (აისახება საიტის საწყის გვერდზე) 480x140 800 GEL 1 თვე
ბანერი №3-2 (აისახება საიტის საწყის გვერდზე) 240x140 600 GEL 1 თვე
ბანერი №4 (აისახება საიტის საწყის გვერდზე; სულ 22 ბანერი) 180x80 450 GEL 1 თვე
ბანერი №5 (აისახება საიტის საწყის გვერდზე) 270x120 500 GEL 1 თვე
ბანერი №5-2 (აისახება საიტის საწყის გვერდზე) 270x120 500 GEL 1 თვე

 

* ფასები შეიცავს დღგ-ს.

 

გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ჩვენს კურიერთან, ასევე საბანკო გადარიცხვით.

* სხვადასხვა სახის ფასდაკლებები ერთმანეთს არ ემატება.

გვერდის / ბანერის განთავსებისათვის ან დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 2 306 205; 593 20 52 32 ან მოგვწერეთ:  ad@bigsale.ge   info@bigsale.ge

დამატებითი ინფორმაცია:
1. ქსელური ორგანიზაციებისათვის, სტანდარტულ პაკეტში შევა ინფორმაცია მხოლოდ ერთ ობიექტზე. ყოველი დამატებითი ფილიალის/წარმომადგენლობის რეკლამირება ექვემდებარება დამატებით გადასახადს.
2. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია: მოქმედი ან დაგეგმილი ფასდაკლების, სპეციალური წინადადების, მარკეტინგული პრომო აქციის, თქვენი სიახლის შესახებ.
სასურველია მიუთითოთ თქვენი სპეც. წინადადებების ზუსტი ან სავარაუდო შეწყვეტის თარიღი, რათა   მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში და არ დაკარგოს ნდობა ჩვენი საიტისა და თქვენი კომპანიის მიმართ.
3. ინფორმაციის ყოველთვიური უფასო განახლებისათვის საჭიროა თქვენი შემოთავაზება გადმოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე update@bigsale.ge
საკონტრაქტო პერიოდში, თვეში ერთხელ, მიღების დღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, მოხდება ინფორმაციის განთავსება/განახლება თქვენს გვერდზე. (ინფორმაცია უნდა შეიცავდეს თქვენი კომპანიის სრულ დასახელებას, საქმიანობის კატეგორიას და საკონტაქტო მონაცემებს).

* განახლება შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას მხოლოდ ერთი  ფასდაკლების, სპეციალური წინადადების, მარკეტინგული პრომო აქციის ან თქვენი სიახლის შესახებ.

 

             Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                             შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.