საზოგადოებრივი კოლეჯი

თბილისი, თ. ერისთავის ქ. №2

+995 32 266 04 02; 234 58 63

info@panacea.edu.ge

საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"

www.panacea.edu.ge
Back to Category
 
დამატებულია: 17.06.13

საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა მედიცინის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

კოლეჯის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყობადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მედიცინის თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობის და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.

კოლეჯის ძირითადი ამოცანებია:
პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება;
უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა;
სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; სტუდენტთა და მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა;
სტრატეგიულ პარტნიორებთან, კლინიკურ და სხვა პროფილის დაწესებულებებთან თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
კოლეჯის სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
მართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველ-ყოფა;

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ სტუდენტებს სთავაზობს:
სწავლების თანამედროვე პროგრამებს.
განათლების ხელმისაწვდომობას.
სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს;
კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას.

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ განსახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

პროგრამის

დასახელება

პროფესიული განათლების საფეხური

მისანიჭებელი პროფესიული

კვალიფიკაცია

კრედიტების რაოდენობა

ექთნის თანაშემწე

მესამე

ექთნის თანაშემწის მესამე

საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

90

მასაჟისტი

მესამე

მასაჟისტის მესამე

საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

60

კბილის ტექნიკოსი

მესამე

კბილის ტექნიკოსის მესამე

საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

90

კბილის ტექნიკოსი

მეოთხე

კბილის ტექნიკოსის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

30

კბილის ტექნიკოსი

მეხუთე

კბილის ტექნიკოსის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

30

პრაქტიკოსი ექთანი

მეხუთე

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

150

პრაქტიკოსი ბებიაქალი

მეხუთე

პრაქტიკოსი ბებიაქალის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

120

ფარმაცევტის თანაშემწე

მეხუთე

ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

120

 

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.