გაიხსნა სასტუმრო ორიონი რაჭაში და
იფუნქციონირებს მთელი ზაფხულის განმავლობაში!
საქართველოს ულამაზესი კუთხე რაჭა სასიამოვნოდ ამახსოვრდება ყველა მობრძანებულ სტუმარს თავისი სტუმართმოყვარეობითა და თბილი გარემოთი, საქვეყნოდ განთქმული მინერალური წყლებითა და კურორტებით. მთისა და ჯანსაღი ბუნების სურნელი აქ იგრძნობა წლის ნებისმიერ დროს. რაჭა კავკასიონის ჭაღარა მწვერვალებით, სწრაფი მდინარეებით და მღვიმეებით, ულამაზესი გზა-ბილიკებით სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
თუ თქვენ რაჭაში დასვენება ან საქმიანი ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, ულამაზესი, ახლადაშენებული სასტუმრო ,,ორიონი“ ამისათვის საუკეთესო არჩევანია. ოხთსართულიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, გთავაზობთ 20 კომფორტულად მოწყობილ ნომერს, თანამედროვე ინტერიერით და ინვენტარით, უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას.
ძველი ქართული სტილის რესტორანი, ბუხარი და მყუდრო გარემო არაჩვეულებრივ დასასვენებელ ატმოსფეროს შეგიქმნით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები.
სასტუმროს აგრეთვე შეუძლია შემოგთავაზოთ ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი საქმიანი შეხვედრის პროდუქტიულობას. |