რესტორანი


 

 

 

 

 
Back to Category
 
განახლებულია: 27.02.18

სიმყუდროვე და უგემრიელესი კერძები – ეს "ჩემო კარგოა"
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი –რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ. რესტორნებს მომხმარებელი ორიგინალის სახელით იცნობდა რომელიც 2004 წლიდან არსებობს ,რებრენდინგი ექვსი თვის წინ დაიწო შეიქმნა ორიგინალი ჯგუფი და „ჩემო კარგო“ რესტორნების ქსელი .„რას ინებებთ ჩემო კარგო“, „მადლობა ჩემო კარგო“–სახელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ ფრაზებისგან წამოვიდა, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელია. 

გარდა იმისა, რომ გარემო არაჩვეულებრივია, საკვებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულს მიირთმევთ. მოხევური ხინკალისთვის კვლიავი–ყაზბეგიდან, ჭადის ფქვილი–სამეგრელოდან, კუბდარის სუნელები–მესტიიდან, ნედლი ხორცის მიღება კახეთიდან ხდება ყოველდღიურად, ხარისხზე „ჩემო კარგოში“ განსაკუთრებულად ზრუნავენ. „ჩემო კარგოს“ მენიუსთვის სპეციალურად შეიქმნა კუთხური მიქსები რომლებსაც იმ კუთხის სიმღერის სახელწოდებები ჰქვიათ, რადგანაც ქართული სუფრა მუსიკის გარეშე არ არსებობს. მაგალითად კახური მრავალჟამიერი, რომელშიც შედის–ხაშლამა, გუდის ყველი, დედას პურები, სალათი კახური ზეთით და კახური ღვინო, თითოეული მიქსი შედგება კუთხის დამახასიათებელი კერძებისგან. რესტორანი სრულად არის აღჭურვილი შშმ პირებისთვის. 

„ჩემო კარგო“-ს რესტორნების ქსელი ფართოვდება თბილისის მასშტაბით, ასევე გეგმავს საკუთარი ლუდსახარშისა და ფერმის გაკეთებას. ყველაზე დიდი სიახლე ქართული კერძების მოყვარულთათვის კი მობილური აპლიკაცია იქნება, მომხმარებელი ნატურალური და უგემრიელესი კერძების სასურველ ადგილზე დაგემოვნებას უმარტივესად შეძლებს. დღეს კი „ჩემო კარგო“ ადგილზე მიტანის სერვისს გთავაზობთ, ერთი ზარის განხორციელებით შეგიძლიათ გამოიძახოთ კურიერი და სასურველი კერძი დააგემოვნოთ. 

 

ადგილზე მიტანა
ინოვაციური სიახლე ქართული კერძების მოყვარულებისთვის რესტორანი „ჩემო კარგო“- სგან ! ყველაზე მოქნილი, სწრაფი და მარტივი აპლიკაცია - ნამდვილი გურმანებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სახლიდან გაუსვლელად „online” შეარჩიოს და შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანის სერვისით ! 

ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ აპლიკაცია , შეარჩიოთ სასურველი კერძი წარმოდგენილი მენიუდან , დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი და უმოკლეს დროში ჩვენი კურიერი მოგართმევთ თქვენს შეკვეთას, სასურველ ადგილას ! 

აპლიკაციის დახმარებით თქვენ - დაზოგავთ დროს, ენერგიას და მიიღებთ მრავალფეროვანი, უგემრიესლესი ქართული (ევროპული ) კერძების ასორტიმენტის არჩევანს.

 

 

 


 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.