Nice Nuts

  

თხილის წარმოება, გადამუშავება  

ზუგდიდი, ბარამიას ქ. №50

+995 595 74 74 73

info@nicenuts.ge

www.nicenuts.ge
Back to Category
 
დამატებულია: 07.09.17
ჩვენ - კომპანია “Nice Nuts” - 2003 წლიდან ვართ ჩართული ამ სექტორის საქმიანობაში. 2014 წელს ზუგდიდში (საქართველო) შევიძინეთ ერთ-ერთი უდიდესი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოიცავს თხილის გადამამუშავებელ მთლიან ხაზს; მას შემდეგ ვეწევით თხილის გულების წარმოებას ბუნებრივი სახით. ქარხნის წარმადობაა 300MT საათში. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მიერ წარმოებულ თხილს როგორც ბუნებრივი, ასევე დამუშავებული სახით განსხვავებული ტიპის, სხვადასხვა ზომისა და ფორმის შეფუთვებში.

ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან კომპანიას საქართველოში; ამასთან, ჩვენს კომპანიას, წარმოების თავისი ტექნოლოგიითა და ქარხნის მასშტაბებით, სათანადო ადგილი უკავია თხილის მწარმოებელ კომპანიათა შორის. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენს მფლობელობაში შედის საქართველოს სხვადასხვა რაიონებში 350 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციები, რაც წელიწადში 700-750 ტონა თხილის მოსავალს იძლევა. 

Nice Nuts-ის უმთავრეს სტრატეგიას წარმოადგენს წარმოების თანამედროვე საშუალებები და მიდგომები, მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული საქმიანობა. ჩვენი საწარმოო ტექნიკა, ისევე როგორც ჩვენი ამოცანები და მიზნები, საშუალებას გვაძლევს მყისიერად განვახორციელოთ ყველანაირი ცვლილება და ყველა საჭირო ქმედება იმისდა მიხედვით, თუ როდის რა მოთხოვნას ან გამოწვევას გვიყენებს მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები. ასეთი მიდგომა განაპირობებს კომპანიისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს, როცა საქმე ეხება ისეთ ძირითად ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ნედლეულ მასალასთან, დასაქმებულ პერსონალთან, პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასა და დისტრიბუციასთან. მეორეს მხრივ, ჩვენი ასეთი მიდგომა მომხმარებელს სთავაზობს ისეთ უპირატესობას, როგორიცაა ჩვენი მაღალხარისხოვანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენს ამოცანებს წარმოადგენს:

- მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება მათი დროული და სათანადო უზრუნველყოფის მეშვეობით 
- კლიენტების მეტი ნდობა და კმაყოფილება 
- მაღალი სტანდარტების შესაბამისი წარმოების დანერგვა „კვების პროდუქტების შესახებ რეგულაციისა“ და შესაბამისი კანონის თანახმად 
- ტექნოლოგიის უწყვეტი განვითარება ჩვენი პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად 
- საუკეთესო ხარისხისა და მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის და საზოგადოებაში ამის შესახებ შექმნილი აზრის შენარჩუნება 
- ჩვენს პროდუქციაზე პასუხისმგებლობა და მისი გაყიდვის შემდეგ ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა 
- ნოვაციების გამუდმებული დანერგვა და გამოყენება

ვისახავთ რა მიზნად ორმხრივი ინტერესების სამართლიანად გათვალისწინებას, მზად ვართ განვიხილოთ თქვენს კომპანიასთან მომავალი ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობა. თქვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია მოვახდინოთ შეხვედრის ორგანიზება თანამშრომლობის ყველა დეტალის განსახილველად.

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.