ახალი ნათება არის ქართული კომპანია, რომლის პირველი მაღაზია – სალონი 1999 წელს გაიხსნა, სადაც პირველად საქართველოში მოხდა სანათი საშუალებების ფართო სპექტრის წარდგენა ქართველი მომხმარებლისათვის.
კომპანიამ ძალიან მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში, გახდა ლიდერი და ერთ–ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მხოლოდ თბილისში არამედ მთელს საქართველოში და ამიერკავკასიაშიც, რადგან ახალი ნათება უზრუნველყოფს სანათი საშუალებებით სასომხეთისა და აზერბაიჯანის რიგ პროექტებსაც.
ახალ ნათებაში წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების 11000–ზე მეტი დასახელების პროდუქცია.
კომპანია ითვლის 200-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 19 მაღაზია სალონი, ამათგან 12 თბილისში და 7 რეგიონებში. (ფილიალები)
|
|
|
2013 წელს, ახალმა ნათებამ კიდევ ერთი ინვესტიცია განახორციელა: ავეჯის სალონი– ფორუმი ახალი ნათებისგან, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯი, განათება და აქსესუარები.
|
წარმოდგენილი 9000–ზე მეტი დასახელების პროდუქცია იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
- ნათურები (საყოფაცხოვრებო ნათურა და სპეციალური ნათურა)ინტერიერის სანათი საშუალებები
- ექსტერიერისა და ლანდშაფტის სანათები
და დაყოფილია შემდეგ ტიპებად:
საყოფაცხოვრებო განათების სფეროდან წარმოდგენილია შემდეგი ტიპის პროდუქცია:
ჭაღი, ჭერის სანათი, კედლის სანათი, ბრა, ტორშერი, მაგიდის სანათი, სააბაზანოს სანათი, აივნის განათება, სამზარეულოს განათება, საბავშვო ოთახის განათება, შეკიდული ჭერის სანათი, ჭერის ამონათება, კედლის ამონათება, სახლის დეკორატიული სანათი და უამრავი სხვადასხვა ტიპის ნათურა.
ფილიალები....
|