საქართველოს ნერგები
Georgian Seedlings

  

სანერგე მეურნეობა

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ.
საქალაქო სასამართლოს მოპირდაპირედ

+995 32 230 62 20

+995 595 534 134

info@nergebi.ge

საქართველოს ნერგები/Georgian Seedlings

www.nergebi.ge
Back to Category
 
განახლებულია: 14.12.16

საახალწლო აქცია-ფასდაკლება! 
გთავაზობთ 25%-იან ფასდაკლებას ყველა მცენარეზე, სახეობისა და ზომის მიუხედავად!
აქცია გაგრძელდება 31 დეკემბრამდე!
მცენარეთა ფესვთა სისტემა განვითარებულია კონტეინერში და მათი გადარგვა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი!

“ჩენდლერი“" - ჯუჯა კაკალი
"საქართველოს ნერგების" ახალი პროექტი!

მოგეხსენებათ, რომ "საქართველოს ნერგები" აქტიურად არის ჩართული ყველა პროექტში, რომელიც ხორციელდება საქართველოში გამწვანების, ბიომრავალფეროვნებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში.

მომხმარებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით კომპანიამ განახორციელა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჯუჯა კაკლის, "ჩენდლერის" სერტიფიცირებული ნერგების შემოტანას. პროდუქტი გაყიდვაში გავა 2016 წლის აგვისტოდან მანამდე კი შესაძლებელია შეკვეთების მიღება.

-  შეკვეთის შემთხვევაში სპეციალური ფასი - 7.5 $ (ექვივალენტი ლარში) დღგ-ს ჩათვლით. 

"ჩენდლერი" ამერიკული წარმოშობის კაკლია, საუკეთესო მახასიათებლებით. აღნიშნული ჯიში ფართოდაა გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ნერგებს თან ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი და სრული დოკუმენტაცია. ფასში გათვალისწინებულია ნერგის ღირებულება და კვალიფიცირებული სპეციალისტის კონსულტაცია ბაღის გაშენებასა და მის შემდგომ მოვლა-პატრონობაზე. გაყიდვები იწარმოებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე.

 

GIZ-ის და კომპანია "საქართველოს ნერგების" ერთობლივი პროექტი დედოფლისწყაროში.

კომპანია „საქართველოს ნერგები“ პირველად 2011 წელს გამოჩნდა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. ის ერთ-ერთი დიდი და წამყვანი მეურნეობაა.
კომპანიას აქვს ორი სანერგე მეურნეობა ყვარელსა და სუფსაში, სადაც ხდება ქართული და უცხოური ჯიშების გამოყვანა, ძველი და უნიკალური ჯიშების აღდგენა. ამასთანავე, 2012 წლიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ქვეყნების სანერგე მეურნეობებთან.

"საქართველოს ნერგები" აქტიურად არის ჩართული ყველა პროექტში, რომელიც ხორციელდება საქართველოში, გამწვანებისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში.
წარმატებული პროექტებს შორის უნდა აღინიშნოს ევროკავშირისა და კავკასიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის („WWF“) წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი: „კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასის ქვეყნებში’’ და ამ პროექტის მიხედვით კომპანიამ 150 ჰექტარზე გაანაშენიანა სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარეები.

მიმდინარე პროექტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება „GIZ“-ის დაკვეთით, დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების აღდგენას ითვალისწინებს.
"GIZ"-ი გერმანიის ფედერალური მთავრობის საკუთრებაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი მოქმედების არეალი სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. იგი, ძირითადად მუშაობს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
"GIZ"-ი საქართველოს მხარდამჭერი 1992 წლიდან გახლავთ. საქართველოში ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროგრამები შემდეგ სფეროებს მოიცავს: მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა, ბიომრავალფეროვნება და ენერგეტიკა.

უკვე წლებია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები საქართველოსთან, კერძოდ, დედოფლისწყაროში, მდგრადი დეგრადირებული ლანდფშატის აღდგენის მიზნით ახალ ნერგებს და ქარსაცავ ზოლებს აშენებს.
მოსავლის მატების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ქარსაფარ ზოლებს, რომელთა აღდგენაც დედოფლისწყაროში აქტიურად მიმდინარეობს. ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიის შემცირებას, სახნავ-სათესი მიწების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებებას და ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას.




პროექტის ფარგლებში კომპანია "საქართველოს ნერგებმა" 2000მ. სიგრძის 3 რიგში დარგო 8 სახეობის 2070 ნერგი. თითოეული მცენარის ირგვლივ ჩაერჭო სამი ცალი ბამბუკის ჯოხი და ირგვლივ შემოეხვა მავთულხლართი, აგრეთვე ორმოც მცენარეს ფესვის ყელთან გაუკეთდა "Tal-Ya"- ს ფირმის დამცავი საშუალება, რომელიც ასრულებს წყლის შემკრების ფუნქციას, იცავს ნიადაგს გამოშრობისაგან და სარეველებისაგან. "საქართველოს ნერგების" წარმომადგენლები, პერიოდულად ჩადიან დედოფლისწყაროში და ახორციელებენ მცენარეების მოვლას.

მცენარეთა მოვლა-პატრონობის მორიგი აქცია "საქართველოს ნერგების" თანამშრომლებმა ა/წ 5 მაისს გამართეს.
დღევანდელი მდგომარეობით ნერგებს 100%-იანი გახარება აქვს. კომპანია "საქართველოს ნერგების" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი და Giz-ის თანამშრომლობა გაგრძელდება და მსგავს პროექტებში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას.


Joint Project of “GIZ” and the Company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) in Dedoplistskaro

The Company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) first appeared on the consumer market of Georgia in 2011. It is one of the largest leading sapling nurseries in the country.
The company has two sapling economies in Kvareli (East Georgia) and in Supsa (West Georgia), where there occurs the selection of Georgian and foreign sorts as well as the restoration of ancient and unique sorts. At the same time, since 2012 the company is involved in joint activities with the sapling companies fromWestern European countries.

The Company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) is actively involved in all projects that are implemented in Georgia within the spheres of biodiversity and planting of greenery.
Among the successful projects there must be mentioned the regional project “In terms of climate change increasing the sustainability of forest ecosystems in the South Caucasus countries,” financed by the European Union and the representation of World Wide Fund for nature (WWF) in the Caucasus. Within the scope of this project, the company has planted timber plants of various species on 150 hectares.
The present project, implemented by the Company according to the order placed by international partnership society GIZ, foresees restoration of windbreaks in Dedoplistskaro.

“GIZ” is the international organization within the property of the federal government of Germany. It is represented in more than 130 countries. The area of its activities involves various spheres. It mainly works with the governments of partner countries, representatives of state institutions as well as those of the private sector.

“GIZ” supports Georgia since 1992. The programs running currently in Georgia under the aegis of the organization include the following spheres: support of the stable economic development and democracy, development of the local self-governance, sophistication of the valid legislation, biodiversity and energetics.
It is already several years that the representatives of the Society of international partnership - Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) build windbreaks and plant new bush and tree saplings in Georgia, namely, in Dedoplistskaro, in order to restore stably degraded landscape.

The windbreak rows have much importance in view of the increase of harvests, and in Dedoplistskaro windbreaks are being restored intensively. Implementation of the project of windbreak restoration contributes to the diminution of soil erosion, improves the ecological state of arable lands and land fertility.




Within the framework of the project, the Company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) has planted 2070 saplings of 8 species in 3 rows, each of 2000 m length. Round each sapling, there were inserted three bamboo sticks in the ground and a wire obstacle has been wound all round them. In addition, forty plants received the protective device of “Tal-Ya” type near their roots. These devices play the role of water collectors; defend the soil from desiccation and from weeds. According to the terms foreseen by the agreement, representatives of the company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) periodically visit Dedoplistskaro and perform maintenance works for the growing saplings.
A recent action of maintenance and care of plants was held by the employees of the Company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) on 5th May 2015.
As of today, 100% of the saplings survive. The representatives of the Company “Saqartvelos Nergebi” (“Georgian Seedlings”) hope that their mutual activities with GIZ will go on and that they will take part in similar projects again in the future.

შ.პ.ს. „საქართველოს ნერგები“ არის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და მრავალფეროვანი სანერგე მეურნეობა, სადაც ხდება ფოთლოვანი, წიწვოვანი, დეკორატიული და ხეხილის მრავალი ჯიშის გამოყვანა.
ამჟამად მეურნეობას გააჩნია მილიონობით სხვადასხვა სახეობის და ჯიშის ნერგი. აღადგინა ძველი უნიკალური მივიწყებული ქართული ხეხილის სახეობები.

„საქართველოს ნერგები“-ს უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს უნიკალური ბუნების გადარჩენა. ერთ-ერთი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტია ევროკავშირისა და კავკასიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის („WWF“) წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი: „კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასის ქვეყნებში’’.
ამ პროექტის მიხედვით ჩვენი კომპანია 150 ჰექტარზე რგავს სხვადასხვა სახეობის მერქნიან მცენარეებს.

„საქართველოს ნერგებ“-მა გააფორმა ექსკლუზივი 150 წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთ უდიდეს იტალიურ სანერგე მეურნეობა “Giorgio Tesi Group”-თან. 2012-2013 წლებში „საქართველოს ნერგები“-ს თანამშრომლებმა გაიარეს სწავლება „Giorgio Tesi Group”-ში. ჩვენს საბაღე ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ მათ მიერ გამოყვანილი სხვადასხვა ჯიშის მცენარეები. ასევე შეგვიძლია მივიღოთ შეკვეთა წლის ნებისმიერ პერიოდში, ნებისმიერი რაოდენიბის ხე-მცენარეების ჩამოტანაზე.

„საქართველოს ნერგები: გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

- ლანდშაფტის დიზაინი;
- გაშენების დაგეგმარება;
- მცენარეების შერჩევა, დარგვა და მათი გრძელვადიანი მოვლა;
- ზამთრის ბაღები;
- ხელოვნური წყალსაცავებისა და ალპინარიუმების მოწყობა;
- გამოცდილი დიზაინერებისა და მებაღეების კონსულტაცია.

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.