საცურაო აუზი

თბილისი, ლუბლიანას ქ. №21

+995 32 230 59 11

info@nemopool.ge

facebook.com/SwimmingPoolNemo

www.nemopool.g
Back to Category
 
       
დამატებულია: 11.04.14

მისია
ჩვენი მისიაა უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფით ხელი შევუწყოთ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების კულტურის დანერგვას, ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება აღნიშნული მიმართულებით და მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში წყლის სხვადსხვა სპორტული აქტივობების მეშვეობით ვუზრუნველყოთ თბილისის მოსახელეობა ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით.

ხედვა
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჯანმრთელი ცხოვრება გულისხმობს ადამიანის არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ასევე მენტალურ, ემოციურ, ინტელეტუალურ, სოციალურ და სულიერ კეთილდღეობას. 
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით წვლილი შევიტანოთ საზოგადოების კეთილდღეობაში, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულება და ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური წინაპირობაა.

ინფრასტრუქტურა

საცურაო აუზი ნემო გაიხსნა 2012 წელს ბრიტანული ცენტრის ახლადაშენებულ სკოლის შენობაში. საცურაო კომპლექსის ინფრასტრუქტურა შეესაბამება 21-ე საუკუნის საერთაშორისო სტანდარტებს.
ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ორი საცურაო აუზი ზომებით: 17×10×1.70 ტემპერატურა 25/26°C; 3×10×0.80 ტემპერატურა28/29°C. 

საცურაო აუზებში წყლის მოვლა და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს საერთაშორისო სანიტარული და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
საცურაო კომპლექსში ასევე განთვასებულია: დიდი მოსაცდელი დარბაზი, სადაც მშობლებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ ბავშვებს სპეციალური მონიტორის მეშვეობით; ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი გასახდელი ოთახები და საშხაპეები. 

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.