MYGPS

  

ON-LINE მონიტორინგის სისტემა

თბილისი, ჩაჩავას ქ. №2-4-6-8-10-12

+995 32 218 01 80

contact@mygps.ge

www.mygps.ge
Back to Category
 
დამატებულია: 02.12.14

30 ოქტომბერს სასტუმრო HolidayInn-ში შპს „მაიჯიპიეს“-მა გამართა პირველი შეხვედრა პარტნიორ კომპანიებთან, რომლის მიზანიც იყო კომპანიის დღევანდელი სტატუსისა და არსებული მომსახურების სახეობების უკეთესად გაცნობა, მომხმარებლებისგან წინადადებების მიღება, დანერგილი სიახლეების წარდგენა და უახლესი მომავლის გეგმებზე საუბარი. შეხვედრა წარიმართა პარტნიორულ გარემოში სიახლეებზე საინტერესო კითხვებით და მონიტორინგის სისტემის შემდგომ სრულყოფაზე მოსაზრებების გაზიარებით.

კომპანია გეგმავს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა პარტნიორს თითოეული მათგანის დამატებითი საჭიროებების ზუსტად გაგებისა და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შესათავაზებლად. 

 

კომპანია MyGPS გთავაზობთ:

On-line მონიტორინგის სისტემის მეშვეობით საინფორმაციო–სტატისტიკური ხასიათის მონაცემების მიღებას, როგორიც არის:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა რეალურ რეჟიმში;
  • გადაადგილების ისტორია; 
  • მაქსიმალური სიჩქარე; 
  • დაძვრა–გაჩერების ზუსტი დრო; 
  • სტატისტიკური მონაცემები გავლილ მანძილზე, ავტოტრანსპორტის გამოყენების ხანგძლივობაზე დროის შერჩეული პერიოდის მიხედვით.

ჩვენი მომსახურების ტარიფები ფიზიკური პირებისათვის: 

პაკეტი - ყოველთვე*

 
USD 250 - მოწყობილობა
GEL 35 - მონტაჟი
GEL 35 - სააბონენტო თვეში
- 1 წლიანი გარანტია მოწყობილობაზე          

იურიდიული პირებისათვის მომსახურების ტარიფები განისაზღვრება მათ მიერ არჩეული მომსახურების სახეობების შესაბამისად.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დადგინდეს სპეციალური ტარიფები, რაც დამოკიდებულია დასამონტაჟებელი მოწყობილობების რაოდენობაზე და სერვისის ხანგძლივობაზე. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სპეციალური შემოთავაზება ამისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

*მომსახურების ტარიფების არჩეული პაკეტის შესაბამისად ანგარიშსწორება მოხდება ლარებში გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.