სამშენებლო კომპანია

თბილისი, ხანძთელის ქ. №1

+995 32 265 67 05

+995 32 265 67 30

info@mixori.com

www.mixori.ge
Back to Category
 
დამატებულია: 08.12.12

კომპანია ,,მიქსორი” 2008 წელს დაფუძნდა როგორც სამშენებლო კომპანია. თავდაპირველად კომპანიამ დაამონტაჟა ქვიშა-ღორღის საფქვავი მდ. ქსნის ნაპირებზე და დაიწყო ამ ბუნებრივი მასალის გადამუშავება. ქვიშა-ღორღის საფქვავს მოჰყვა ბეტონის ქარხნის მონტაჟი ქ. თბილისში, ხანძთელის ქუჩაზე. კომპანიამ სულ მოკლე ვადაში წამყვანი პოზიცია დაიკავა ბაზარზე. წარმატება განაპირობა უახლესმა ტექნოლოგიებმა, ტექნიკამ, ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილმა ლაბორატორიამ, კვალიფიციურმა კადრებმა და პირველ რიგში, საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომამ. თუმცა სამშენებლო მასალების წარმოება არ იყო ძირითადი პრიორიტეტი, 2009 წლიდან კომპანიამ დაიწყო სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობა და სულ რაღაც 3-4 თვეში განახორციელა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა.

,,მიქსორის” საქმიანობა:
1. მშენებლობა
2. სამშენებლო მასალების წარმოება
3.სხვა პროდუქცია - კომპანია ,,მიქსორი” ასევე აწარმოებს სამშენებლო ლურსმანს და ბეტონის საკანალიზაციო ჭებს
ლურსმანი - ზომები: მოთხოვნის შესაბამისად
ბეტონის ჭა - ზომები: მოთხოვნის შესაბამისად

კომპანიის მთავარი მიზანია რაციონალურად გამოიყენოს არსებული რესურსები, ამისათვის აუცილებელია პროცესების სწორად დანერგვა და მართვა. 2009 წლის ივნისისში კომპანიამ დაიწყო ინტენსიური მუშაობა მენეჯმენტის ხარისხის თანამედროვე სტანდარტების მოსაპოვებლად.

2010 წლის იანვარში კომპანიას გადაეცა ISO 9001:2000 სერთიფიკატი. ყოველი წლის დასაწყისში კომპანია ადგენს მთელი წლის სამუშაო გეგმასა და მიზნებს და კომპანიის სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე ყველა დაგეგმილი მიზანი განხორციელებულია. ჩვენ ვაგრძელებთ სამოქმედო არეალის ეტაპობრივ ზრდას. მთავარი იარაღი, რითაც ვიმედოვნებთ რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ, ეს არის ჩვენი მთავარი დასაყრდენი – კადრები. ალბათ არ წარმოვადგენთ გამონაკლისს, თუ ვფიქრობთ რომ ხარისხი უმთავრესად კადრების სწორი მუშაობის შედეგია. კომპანია პერიოდულად ატარებს გამოკითხვებს პარტნიორ ორგანიზაციებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რას ფიქრობენ ჩვენზე და როგორ აფასებენ ჩვენი მომსახურების ხარისხს. გამოკითხვები და ინტერვიუები ხელს გვიწყობს დროულად აღმოვაჩინოთ ჩვენი სუსტი მხარეები და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ამ მხარეების გასაძლიერებლად.

რესურსები:
,,მიქსორის” უპირატესობაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ მთელი წარმოებისა თუ მშენებლობის პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ ძირითადად ვიყენებთ საკუთარ სამშენებლო ტექნიკას.

2008 წლის MAN-ის წარმოების ბეტონმზიდები
2008 წლის MAN-ის წარმოების თვითმცლელები 
ბეტონის ტუმბო
მტვირთავები
ექსკავატორები
ბეტონის საპრიალებლები და ა. შ.

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.