მინტრანსი MINTRANS
Indispensable service for your business / შეუცვლელი სერვისი თქვენი ბიზნესისთვის
კომპანია „მინტრანსი“ საერთაშორისო გადაზიდვებს 2012 წლიდან ახორციელებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საიმპორტო, ასევე საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთების ტრანსპორტირებას. დღეისათვის ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს შემდეგ ლოგისტიკურ მომსახურებებს:
სახმელეთო გადაზიდვები / Land Freight (სრული FTL და კონსოლიდირებული დატვირთვა LTL, ტენტიანი და ტემპერატურული რეჟიმის (ასევე კომბინირებული) მქონე მანქანები, სახიფათო (ADR) ტვირთების გადაზიდვა, კარიდან კარამდე მიტანის სერვისი);
FTL დატვირთვა
„მინტრანსი“ სრული მანქანებით ტრანსპორტირებას გთავაზობთ:
- ევროპის ქვეყნებიდან;
- თურქეთიდან;
- დსთ-ს ქვეყნებიდან.
LTL დატვირთვა
- კონსოლიდირებული/ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება „მინტრანსის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
- ტვირთების მოგროვება ხდება ჩვენი საწყობების ბაზაზე შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, ლიტვა, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი (ურუმჩი).
- მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ ნაკრები/მცირე ტვირთების ტრანსპორტირებას დასაწყობების გარეშე იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, პრიბალტიკის ქვყნებიდან, რუსეთიდან.
ჩვენს მოსმახურებაში შედის:
- საზღვაო გადაზიდვები / Sea Freight;
- საჰაერო გადაზიდვები / Air Freight;
- შიდა გადაზიდვა;
- კონტეინერმზიდებით მომსახურება;
- საბროკერო/საბაჟო მომსხურებები (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საკონსულტაციო მომსახურება, დოკუმენტაციის მომზადება);
- ტვირთების დაზღვევა (თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, გთავაზობთ ტვირთების დაზღვევას კონკურენტუნარიან ფასში).
"მინტრანსისთვის" პრიორიტეტს წარმოადგენს თითოეული მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მათი კმაყოფილება. კომპანია ასევე საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას მინდობილ ტვირთზე, მარშრუტის შემუშავებაზე, სანიტარული ნორმების დაცვასა და კლიენტის სურვილის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია მიწოდებული იქნეს ტვირთი/საქონელი აუცილებელი რაოდენობით, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ადგილას, დადგენილ ვადებში, მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით.
|