bigsale.ge

  

საიუველირო ნაწარმი

 

 

 

 

 

 
Back to Category
დამატებულია: 12.11.10

თვითნასწავლი დიზაინერის მაია მიქაშავიძის ექსკლუზიური სამკაულები, სადაც გამოყენებულია ნახევრადძვირფასი ქვები და კრისტალები - ფირუზი, მარგალიტი, მარჯანი, სვაროვსკი, კვარცი, ლაზურიტი, ტოპაზი, ბროლი, ძოწი, ქრიზოპასტი, აგრეთვე მეტალები, ქსოვილები, მაქმანები, ნიჟარა და ეგრედწოდებული "ბისკვიტის" დეტალები. აღსანიშნავია, რომ სამკაულები ექსკლუზიურია და არ მეორდება.

მაია პროფესიით ფსიქოლოგია და 10 წლიანი მუსიკალური განათლება აქვს. იგი 3 წლის წინ სერიოზულად დაინტერესდა ამ საქმიანობით. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მისმა შექმნილმა სამკაულებმა დიდი მოწონება დაიმსახურა გარშემომყოფთა შორის. შედეგად გადაწყვეტილება მიიღო   სამკაულების დიზაინერი გამხდარიყო.
მისი ექსკლუზიური ნამუშევრის თვითოეული დეტალი უნიკალურია. ნახევრად ძვირფასი თვლები, სვაროვსკის კრისტალები და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები ერთიანობაში ქმნიან და სრულყოფენ მის ნამუშევრებს. ხელით შექმნილი  ყოველი დეტალი მაის დახვეწილი გემოვნებით შედეგად იძენს სილამაზესა და ღირებულებას.
მაიას ექსკლუზიური ხელნაკეთი საიველირო ნივთების  შეძენა შესაძლებელია გალერეებში და ყოველწლიურ გამოფენებზე. გაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ facebook–ზე.

 

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.