ტურისტული კომპანია

თბილისი, ფალიაშვილის ქ. №14

+995 32 225 20 90 225 20 60

+995 555 10 08 10; 555 23 02 45

medeatravel@gmail.com

www.medeatravel.ge
Back to Category
 
დამატებულია: 10.09.11

“მედეა თრეველი” გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ პირობებს თქვენი დასვენების ორგანიზებისათვის. ჩვენ გულითადად გეპატიჟებით, ჩვენი უშუალო დახმარებით,  აღმოაჩინოთ საქართველო – ქვეყანა ცნობილი თავისი სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, უძველესი ისტორიით, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობით და საუცხოო ბუნებით. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით რომ ვიყოთ თქვენი მასპინძლები, გაჩვენოთ ჩვენი ხალხის ტრადიციები და ქვეყნის ღირშესანიშნაობანი. ჩვენი ტურისტული კომპანიის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენთვის ხელსაყრელი ტური, დაჯავშნოთ სასტუმრო და შეიძინოთ ავიაბილეთები, რითაც უზრუნველყოფთ კარგად ორგანიზებულ დასვენებას. ჩვენ შევძლებთ, რომ თქვენ დაბრუნდეთ აღსავსე დაუვიწყარი მოგონებებით.

“მედეა თრეველი” გამოცდილებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე გთავაზობთ საუკეთესო და პროფესიონალურ ტურისტულ მომსახურებას, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული კლიენტებისათვის თბილისში და საქართველოს რეგიონებში.

შემეცნებითი, გასართობი, ისტორიული, ექსკლუზიური, ექსტრემალური ტურები ქართული ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა შესახებ. მაქსიმალური ინფორამაციის მიღებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილების მიღების საშუალებას მოგცემთ.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში თქვენ გაეცნობითქართული მეღვინეობის ისტორიას. ყუნძნის მოყვანის უძველესი ტრადიციები პირდაპირ დაკავშირებულია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას.ვაზის მრავალფეროვნებამ და ვაზის კულტურის უძველესმა ტრადიციებმა მისცა საფუძველი მსოფლიოს ბევრ გამოჩენილ მეცნიერს ჩვენს დროში ამტკიცონ, რომ კულტურული ვაზის პირველი სამშობლო – სწორედ საქართველოა და აქედან მოედო იგი შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანას. თვით სიტყვა”ღვინო” (“вино”, “vin”, “vein”, ” vine” და სხვა) ქართული წარმოშობისაა. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია, რაც მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საუნჯეა.

გარდა ამისა, შემეცნებითი ტურის ფარგლებში ჩვენი კომპანია გთავაზობთ საქართველოს ულამაზესი რეგიონების განსხვავებულ ჭრილში გაცნობას. კერძოდ, საქართველოს გეძლევათ საშუალება შემოიაროთ: სვანეთი, რაჭა, ფშავ-ხევსურეთი, კახეთი, თუშეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო.

გასართობი ტური, გახლავთ ტურისტული სააგენტოს სპეციალურi შეთავაზება, რომელიც უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი. უცხოელ ტურისტებს ექნებათ საშუალება ეწვიონ საქართველოს, დაათვალიერონ თბილისის ღირშესანიშნაობები და სცადონ საკუთარი ბედი საქართველოში  ერთ-ერთ საუკეთესო კაზინოში. კაზინო ტურისტებს სთავაზობს აზარტული თამაშების სრულ სერვისს. ვიზიტორები უმაღლესი დონის მომსახურეობით სარგებლობენ. ვიზიტორი მიიღებს უდიდეს სიამოვნებას კაზინოში თამაშით.

ასევე, კომპანიის გააჩნია ორიგინალური შემოთავაზებები: საზაფხულო ტურის, ზამთრის ტურის, საშობაო ტურის, სტუდენტური ტურის და საოჯახო ტურის სახით.
ტურისტული სააგენტო “მედეა თრეველი” მოგცემთ უნიკალურ შანს გაიაროთ არგონავტების ნაკვალევზე და თქვენს თვალწინ გადაიშლება ნამდვილი ლეგენდა.

კოლხური ტური, უნიკალურია შინაარსით …კოლხეთი – დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და ასევე არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი შეადგენდა დღევანდელ სამეგრელოს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სვანეთს, რაჭას, აფხაზეთსა და თანამედროვე თურქეთის რიზეს პროვინციას, ასევე ტრაბზონისა და ართვინის პროვინციების ნაწილს. კოლხეთი ძალიან განვითარებული სახელმწიფო იყო. ძველმა კოლხებმა იცოდნენ ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა – ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად კოლხები ანვითარებდნენ აგროკულტურებს, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა.

მათთვის ვისაც აინტერესებს საქართველოს რელიგია და ისტორია, კომპანიას მომზადებული აქვს ისტორიული ტური – წმინდა ნინოს გზა. თქვენ გექნებათ საშუალება საკუთარი თვალით იხილოთ ის ისტორიული ადგილები, საიდანაც სემოვიდა წმ,ინდა ნინო ქართველი ერის გაქრისტიანების მისსით. ფარავნის ტბა, მამათა მონასტერყ, დედათა მონასტერყ, ისტორიული ძეგლები. ამავე ტურის ფარგლებში თქვენ გექნებათ საშუალება გაეცნოთ 13 ასურელი მამის მოღვაწეობას საქრთველოში, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს.

ექსკლუზიური ტურები მოიცავს მედიის წარმომადგენლებისთვის ორიგინალურად დაგეგმილ მოგზაურობას საქრთველოს მთელ რიგ რეგიონებში. 7 დღის განმავლობაში პრაქტიკულად, სტუმარს ეძლევა საშუალება მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს საქრთველოს შესახებ და რაც მთავარია, კომპანია მზად არის მოგზაურობის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს დაუორგანიზოს შეხვედრები სასურველ რესპოდენტებთან ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან.

სპა ტური, ეს არის სპეციალური შეთავაზება მედეა თრეველისაგან. სასტუმრო “ბორჯომის ხეობა”-ში არის შერწყმული ძველი ტრადიციები და თანამდეროვე ტექნიკური საშუალებებს; სასტუმრო გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას გამაჯანსაღებელი მინერალური და წყაროს წყლის აბაზანებს, გოგირდის წყლის ღია საცურაო აუზს, კომფორტულ ნომრებსა და საკონფერენციო დარბაზს.
კომპლექსი შედგება ორი შენობისაგან.

სამედიცინო ცენტრში პაციენტებს აქვთ საშუალება მიიღონ ექიმების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროცედურები. ბორჯომისა და გოგირდის წყლის აბაზანები;
წყალქვეშა მექანიკური ჰიდრომასაჟი; ავტომატური ჰიდრომასაჟი, მარგალიტოვანი აბაზანები ბორჯომის წყაროს წყლით; ფიტნეს კლუბი; სასტუმროს გააჩნია: საკონფერენციო დარბაზი; ბარი; რესტორანი; სასმელებისა და კვების ფართო არჩევანი – ინდივიდუალური კვების მენიუ.
ასევე  მედეა თრეველი გთავაზობთ განახლებულ სანოტორიუმში წყალტუბოში საკმაოდ შეღავათიან  ფასებში დასვენება და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება;
 
ჩვენი კომპანია დამსვენებელს სთავაზობს ეგზოტიკურ გართობის ელემენტებს ეს ეხება როგორც თევზაობას, ასევე ცხენოსნობასა და  ნადირობას,

“მედეა თრეველი” ასევე გთავაზობთ, გასვლითი ტურების დაორგანიზებას. სასიამუვნო დასვენებას უცხოეთში, დროის საინტერესოდ გატარაბას როგორც ევროპის ულამაზეს ქვეყნებში, ასევე აზიურ სახელმწიფოებში, სადაც ეგზოტიუკური სანახაობები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.
თურქეთი, ბულგარეთი, ეგვიპტე , ემირატები, ესპანეთი, იტალია, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ირანი, ლიტვა, მაროკო, პორტუგალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ახალიზელანდია, ვიეტნამი, შრილანკა, უკრაინა, სირია ეს ქვეყნების მოკლე ჩამონათვალია, სადაც ჩვენი კომპანია საუკეთესო ტურებს დაგიგეგმავთ თქვენი დასვენებისთვის.
“მედეა თრველი” გთავაზობთ ექსკლუზიურ და ორიგინალურ ტურებს საზღვარგარეთ. ეგზოტიკურ, საკრუიზო ტურებს მსოფლიოს გარშემო პარტნიორ კომპანიებთან ერთად. თქვენ გექნებათ საშუალება იმოგზაუროთ შვიდი საკრუიზო, კომფორტული გემის მეშვეობით აპრილის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე. კომპანია გაძლევთ საშუალებას არჩევანი გააკეთოთ პატარა და დიდ საკრუიზო გემებს შორის. საკრუიზო მოგზაურობა 42 უნიკალური მარშრუტის ფარგლებში გთვაზობთ 135 პორტის მონახულება-დათვალიერებას. საკრუიზო მარშრუტი ხმელთაშუა ზღვის გავლით, დაუვიწყარი ღამის გატარებას გთავაზობთ ისეთ გრანდიოზულ ქალაქებში როგორიც არის: სტამბოლი (თურქეთი), ვენეცია (იტალია), წმინდა მიწა ეგვიპტეში, იერუსალიმსა (ისრაელი) და გიზაში (ეგვიპტე), ედინბურგსა და დუბლინში (ირლანდია), ორხუსში (დანია), მოტრილში (ესპანეთი) და კრეტაზე (კუნძული საბერძნეთში), ანტვერპენსა (ბელგიაში) და სეტში (საფრანგეთი). ასევე, ჩრდილოეთ ევროპის შთამბეჭდავ ქალაქებში.

ტურის ღირებულება განისაზღვრება ტურისტის მიერ არჩეული სერვისით.

საუცხოო დასვენება ანტალიაში ეს არის ჩვენი სპეციალური ტური ქართველი დამსვენებლისათვის სადაც თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ამოირჩიოთ ადგილი ალანია ქემერი ბელეკი და დაადოთ ხელი ნებისმიერი ტიპის სასტუმროს სადაც უმაღლესი დონის მომსახურეობა და კომფორტი დაგხვდებათ, ჩვენს მომსახურეობაში გათვალისწინებულია ავიაბილეთები და ტრანსფერიც აეროპორტიდან-სასტუმრომდე.
ექსკლუზიური, ისტორიული და შემეცნებითი ტურები პრაქტიკულად, მთელს მსოფლიოს მოიცავს. შემეცნებითი ტურის საშუალებოთ თქვენ შეძლებთ გაატაროთ დაუვიწყარი დღეები კაბადოკიაში.
ექსკლუზიური ტურის ფარგლებში კომპანია გთავაზობთ ფესტივალების, კონცერტების, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების დაორგანიზებას. GA
გარდა ამისა, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს ვთავაზობთ უცხოეთში კერძოდ - თურქეთში, უკრაინაში და აზეირბაჯანში მოსამზადებელი შეკრებების, ამხანაგური შეხვედრების დაგეგმვასა და ყველა იმ კომფორტს, რაც საჭიროა საფეხბურთო კლუბების მოსამზადებლად ახალი საფეხბურთო სეზონის დასაწყებად. იდეალური ადგილებს საფეხბურთო გუნდებისათვის ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში სავაჯიშოდ. საუკეთესო პირობებს, საუკეთესო სერვისი და კვების ინდივიდუალური სისტემა. გუნდების განკარგულებაშია ფიფას სტანდარტების სტადიონი და ასევე გრაფიკი ამხანაგური თამაშებისათვის.

სამედიცინო ტური ლიტვაში სპეციალური სამედიცინო - სამკურნალო ცენტრი სადაც გეძლევათ საშუალება შესაბამისი გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ.

ტურისტული კომპანიის საქმიანობა მრავალპროფილიანია და მხოლოდ ტურიზმის სექტორს არ უკავშირდება. კომპანია საქმიანობს საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართულებით. უცხოელ და ქართველ ინვესტორებს ვთავაზობთ სასტუმროთა კომპლექსის მშენებლობას საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ასევე ინვესტორს ვთავაზობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის შერწყმას.
მედეა თრეველის სპეციალურ შეთავაზებაში არის გარკვეული ტერიტორიების, კერ მიწის ფართების შესყიდვა -შეძენას გულისხმობს. არის სპეციალური პროექტი რომელიც ქარხნის აშენებასაც ითვალისწინებს.
მედეა თრეველი ინვესტორებს სთავაზობს საფეხბურთო კლუბის მერანის შეძენას ნაწილობრივ ან სრულად, ასევე შესაძლებელია ამ კლუბის ფინანსური მხარდაჭერაც მიზნობრივი მიმართულებით. დაინტერესებულ მხარეებს გთხოვთ დაგვიკავშირდით.

მედეა თრეველი ასევე გთავაზობთ სამუშაო ვიზებს ევროპაში, ისრაელსა და კანადაში.

 

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.