მეიდანი უძველესი დროიდან „დიდი აბრეშუმის გზის“ მთავარი გზაგასაყარი იყო - ევროპიდან და აზიიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უწყვეტად მომავალი ქარავნები სწორედ აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს; ამ ქარავნებს თან მოყვებოდა განსხვავებული კულტურებიც და თბილისის ერთ პატარა ქუჩას მსოფლიო კულტურების, რელიგიებისა და ცივილიზაციების შეხვედრის და თანხვედრის ცენტრად აქცევდა.
„გასართობი ცენტრი მეიდანი“ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, რომელსაც ყველაზე უკეთ შემოუნახავს ძველი თბილისის კოლორიტული ხმები და სახეები, იდუმალება და მისტერია, აქ წარსულისა და აწმყოს ერთგვარი გზასაგასაყარია, ეგზოტიკური, ქართულ-აზიური ინტერიერით და საუკეთესო საკლუბო მუსიკით, კერძების არჩევანიც მრავალფეროვანია - ქართულ-აზიურ-ევროპული სიმბიოზი.
განახლებულ „მეიდანში“ სპეციალურ ფარდაზე დატანილი ქართველი, რუსი, აღმოსავლეთის და დასავლეთის საუკეთესო პოეტების ლექსები ამ უნიკალური ადგილის უჩვეულო წარსულს გაგახსენებთ. „მეიდანმა“ კულტურის ცენტრის ფუნქციაც შეითავსა და აქ პოეზიისა და ხელოვნების საღამოებიც იმართება.
განახლებული ინტერიერი ჭერში შეკიდული ულამაზესი აკვარიუმით, ახალი კომფორტული სავარძლები, ძველი თბილისის ფოტოებით მორთული კედლები, რბილი განათება, ცოცხალი მუსიკა და უგემრიელესი კერძები დასვენებისა და გართობის საუკეთესო გარანტიაა თბილისელებისათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.
მეიდანის“ სტუმრებს შეუძლიათ დეკორატიულ გალიებში თავადვე შეარჩიონ ხოხობი და მწყერი საფირმო კერძის მოსამზადებლად.
მეგრული სამზარეულო
სპეციალურად მოწვეული მზარეული გთავაზობთ საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, სამეგრელოდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მომზადებულ კერძებს: შემწვარი ციკანი, ციკანი აჯიკით, ელარჯი, ღომი, გადაზელილი სულგუნი, ყველი პიტნაში, ტაბაკა, კუპატი.
ადგილზე ცხვება თონის, ასევე ორიგინალური რეცეპტურის თეთრი პური მზესუმზირის მარცვლებით.
სიახლე - თევზეულის მენიუ
• რესტორნის აკვარიუმში შერჩეული თევზებისაგან - კალმახი, ზუთხი, „ოქროს თევზი“- მომზადებული კერძები.
• ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი.
შეკვეთები კორპორატიული ბანკეტებისათვის 160 კაცზე;
სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზება 350 კაცზე (საბანკეტო დარბაზი მდებარეობს მისამართზე: აღმაშენებლის გამზირი # 61, „ვარდების ბაღი“);
12-დან 17 საათამდე გთავაზობთ კომპლექსურ ლანჩ მენიუს 10 ლარიდან;
დისკობარი 60 კაცზე, მიიღება შეკვეთები როგორც ბავშვების, ისე უფროსების დაბადების დღეების და სხვა წვეულებების აღსანიშნავად. დისკობარი გთავაზობთ დიჯეისა და გამრთობის მომსახურებას;
ცოცხალი მუსიკა ყოველდღე: ჯაზ-ბენდი „მეიდანი“, ხალხური სიმღერის ანსამბლი „ურმული“, ბოშური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი (წინასწარი შეკვეთით);
შაბათობით ქართული ესტრადის ვარსკვლავების შოუ პროგრამა;
სიახლე მეიდანში: VIP დარბაზი 50 კაცზე;
მეიდანის საბანკეტო დარბაზი სიღნაღში;
"მოდი მნახე", ახალი BIO კაფე მეიდანში, ათ ლარად მიირთვი რამდენიც გინდა.
მომსახურების გადასახადი 7%- მხოლოდ „მეიდანში“
რესტორანი მუშაობს შუადღის 12 საათიდან ბოლო კლიენტის წასვლამდე;
მალე...
|