მიწის დასამუშავებელი ხელსაწყოები > SHAKTIMAN "რეგულარ პლუს სერია"

 


შაკტიმანის რეგულარ პლუს სერიის როტაციული კულტივატორები მარტივია კონსტრუქციით, მაგრამ მტკიცე და გამოიყენება საშუალო სიმკვრივის ნიადაგების დასამუშავებლად. 

მზადდება მუშა სიგანის ფართო დიაპაზონით 25–დან 55ცხ.ძ.–მდე სიმძლავრის ტრაქტორებისთვის. აღჭუვილია "L"ტიპის სტანდარტული დანებით, რომელთა საშუალებით აწარმოებენ მცირე სიღრმეზე ხვნას.

შესაძლებელია "C" ტიპის დანების დამონტაჟებაც, რომლებიც მოითხოვენ უფრო ნაკლებ სიმძლავრეს და უხეშად ამუშავებენ ნიადაგს, რითაც უზრუნველყოფენ ნიადაგში ტენის უკეთშეღწევადობას და შეკავებას. 

ამის გამო ეს მანქანა უნივერსალურია და მისი საშუალებით შესაძლებელია ნიადაგის აერაცია, სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლა,სასუქის შეტანა, თესვის წინა და სველი ნიადაგის დამუშავება. 


 

უპირატესობები:
- ნიადაგის დამუშავებისას წარმოქმნის საუკეთესო თესვისათვის კვალს ერთი ან ორი გავლით წვიმამდე ან წვიმის შემდეგ;
- ყველაზე უფრო მიესადაგება მარცვლეული კულტურების, ბალახისა და ნამკალის დაქუცმაცებას, მიმოფანტვას და ამით აუმჯობესებს ნიადაგის ორგანულ სტრუქტურას;
- ის შეიძლება გამოყენებული იქნეს მშრალი და ტენიანი ველებში სამუშაოდ;
- მისი მოქმედებით შესაძლებელია ნიადაგს შევუნარჩონოთ ტენიანობა, გავზარდოთ მისი ფორიანობა და აერაცია; ეს ძლიერ დადებითად მოქმედებს მცენარეების, განსაკუთრებით მარცვლეული კულტურების ზრდაზე.


 

ტექნიკური მახასიათებლები

მოდელი

მუშა სიგანე, სმ

ტრაქტორის სიმძლავრე, ცხ.ძ./კვტ

მასა, კგ

დანების რაოდენობა

SRT-3

94

23+ / 17+

330

24

SRT-4

116

34+ / 25+

370

30

SRT-5

150

40+ / 30+

415

36

SRT-6

178

55+ / 41+

457

42